Logo

საზოგადოება

ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე - ირმა ჩხეიძე გარდაიცვალა

ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე - ირმა ჩხეიძე გარდაიცვალა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გარდაიცვალა ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე - ირმა ჩხეიძე. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა დაწერა ფეისბუქზე, "დე" - ყველაზე ემოციურად, მხოლოდ ამ სიტყვით.

90 წლის ფილოლოგი ბოლო წლებში ავადმყოფობდა. როგორც თაკო ჩარკვიანი "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობდა, დედამ მამუკას გარდაცვალების შესახებ არ იცოდა...

თაკო ჩარკვიანი: დედამ გულის შუნტირება წლების წინ გაიკეთა. სარქველის ოპერაცია ვერ გავაკეთეთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. გლაუკომის ნიადაგზე ასპროცენტიანი სიბრმავე შეიძინა. რვა წელი ხდება, რაც ასეა. მამა რომ გარდაიცვალა, გლაუკომამ მაღალი წნევა გამოიწვია და ასე დაკარგა მხედველობა.

დედამ არ იცის მამუკას გარდაცვალება. არ მოვისვენე და რამდენიმე მოძღვარს დავეკითხე; მითხრეს, რომ არ მეთქვა ეს მისთვის. ან რა აზრი აქვს? ვინც ნახა, იცის, რომ ის ჩვეულებრივი ცუდად მყოფი პაციენტი არ არის. არაჩვეულებრივად მძიმე პაციენტია. ყოველ დილით ცოცხალი რომ მხვდება ის მიხარია და აბა, რას ვეტყოდი მის მდგომარეობაში?!

მამუკას გარდაცვალების მეორე დღეს მკითხა: მთაწმინდაზე იყავი ასული? ვიყავი-მეთქი. აბა, გამაგებინე თვალს რომ დავხუჭავ და ჩამეძინება, გავახელ თუ არა, ეს ორი დღეა რატომ მიზის ჯანსუღი აქ?! ეს ხომ არის შეგრძნება, ინფორმაციის შემოსვლა ტვინში, სხეულში. ეს სამყაროს დიდი ენერგეტიკაა.

ავტორი: ზმნა

03/17/2026