
09/25/2026
მოცეკვავე თეა დარჩია ის რესპონდენტია, რომლის გამონათქვამებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.
გულწრფელობით ცნობილი მოცეკვავე "მადისაღმძვრელი პოდკასტის" სტუმარი ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში იყო, თუმცა ფრაგმენტი გადაცემიდან, სადაც დარჩია ფულისა და ძალაუფლების მავნებლობაზე საუბრობს, სოციალურ ქსელებში დღემდე პოპულარობით სარგებლობს.
„ფული და ძალაუფლება ეს არის პირდაპირი გზა ჯოჯოხეთში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხიბლს, ამბიციებს... ყველაფერს რომ შევეშვათ... იმასაც რომ შევეშვათ, რომ ადამიანი გონებას კარგავს, საღ აზროვნებას კარგავს...
ყველაფერ ამას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ ცხოვრება, როცა ვერ ხვდები ფულის გამო უყვარხარ ადამიანებს თუ შენ უყვარხარ...
არ არის ეს ჯოჯოხეთი?
ასეთ ხალხს ეჭვი ეპარება ყველაში და ყველაფერში და ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე, როცა ვერ მიხვდები, რის გამო უყვარხარ ადამიანებს," - ამბობს მოცეკვავე.
გააზიარე სტატია