ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პოპულარული ქართველი ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი მალე დედა გახდება.
ეს სიახლე, ჟურნალისტმა, ეკა ჩხეიძის გადაცემა "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას დაადასტურა.
"ნოდარ მელაძის "რეპრესიების" მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის.
ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.
ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის," - თქვა ჟურნალისტმა და ხაზი გაუსვა, რომ ახალი ამპლუის მიუხედავად პროფესიულ საქმიანობაზე უარის თქმას არ აპირებს.
"პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია... არ ვაპირებ თავი მოვანატრო მაყურებელს და "ქართულ ოცნებას", - უთხრა მარიამ გაფრინდაშვილმა გადაცემის წამყვანს.
02/15/2026