საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელიც 12 წლის წინ მლეთაშია გადაღებული. ვიდეოს ბოლოს გარკვევით ისმის ახალგაზრდა მამაკაცის თითქმის ატირებული ხმა - კახა, არ მიმატოვო გეხვეწები...
ვიდეოს გამავრცელებლები ამტკიცებენ, რომ ეს ხმა გაუჩინარებულ გურამ დადიანიძეს ეკუთვნის.
ინფორმაცია დადიანიძის დედის სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ დაადასტურა.
ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული ვიდეოს გასაჯაროებას მოგვიანებით აპირებდა, თუმცა რადგან კადრებმა სოციალურ ქსელებში გაჟონა, იძულებულია კომენტარი გააკეთოს.
"აღნიშნული ვიდეოს დადებას ვაპირებდით ორშაბათისთვის. რადგან “გაჟონა”, ამიტომ დღეს მომიწია ამ პოსტის დაწერა.
ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”.
გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა.
ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე," - წერს ადვოკატი.
08/07/2026