Logo

ქალაქი, სადაც სიკვდილი კანონით აკრძალულია - ყველაზე უცნაური ადგილი დედამიწაზე

ქალაქი, სადაც სიკვდილი კანონით აკრძალულია - ყველაზე უცნაური ადგილი დედამიწაზე

09/06/2026

ტექსტის ზომა

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც შესაძლოა დაგაჯარიმონ ან კანონი დაარღვიოთ უბრალოდ იმით, რომ... გარდაიცვალოთ. არა, ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტი არ არის. დედამიწაზე მართლაც არსებობს პატარა დასახლება, სადაც სიკვდილი ოფიციალურად, კანონის დონეზეა აკრძალული.

ამ უცნაურ ადგილს ლონგიირბიუენი ჰქვია. ის ნორვეგიის კუთვნილ არქიპელაგ შპიცბერგენზე მდებარეობს და დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქად ითვლება.

ლონგიერბიენი

რატომ მიიღეს ასეთი აბსურდული კანონი?

მიზეზი არც მისტიკაა და არც ადგილობრივი ხელისუფლების უცნაური აჩემება - ყველაფრის უკან მკაცრი არქტიკული კლიმატი და მეცნიერება დგას.

ლონგირში მარადიული ყინულის ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწის ქვედა ფენა წლის განმავლობაში არასდროს დნება. 1950-იან წლებში ადგილობრივებმა საზარელი ფაქტი აღმოაჩინეს: ადგილობრივ სასაფლაოზე დამარხული სხეულები საერთოდ არ იხრწნებოდა - ყინული მათ სრულ კონსერვაციას ახდენდა.

ლონგიერბიენის სასაფლაო

ვითარება კიდევ უფრო დრამატული გახდა, როდესაც მეცნიერებმა 1918 წლის „ესპანური გრიპით“ გარდაცვლილი ადამიანების ნეშტები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ გაყინულ სხეულებში სასიკვდილო ვირუსის გენეტიკური მასალა კვლავ შენარჩუნებული იყო. ნიადაგის მცირედი ცვლილების ან ლღობის შემთხვევაში, არსებობდა რისკი, რომ ეპიდემია ხელახლა გავრცელებულიყო.


როგორ აღსრულდება ეს კანონი პრაქტიკაში?

უსაფრთხოების მიზნით, ქალაქში სასაფლაო საბოლოოდ დაიხურა. თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი მძიმედ ავადდება, ხანდაზმულ ასაკს აღწევს ან სიცოცხლის ბოლო დღეებს ატარებს, მას სპეციალური ავიაციით ნორვეგიის მატერიკულ ნაწილში გადააფრენენ, რათა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები იქ გაატაროს.

სიკვდილის აკრძალვა

თუ სიკვდილი უბედური შემთხვევის გამო მაინც მოულოდნელად დაფიქსირდა, ცხედარს ქალაქში არ მარხავენ - მას დაუყოვნებლივ გადაასვენებენ მატერიკზე.

კიდევ რა უცნაურობები ხდება „უკვდავთა ქალაქში“?

სიკვდილის აკრძალვა ლონგიერბიენის ერთადერთი უჩვეულო წესი არ არის:

  • კატების აკრძალვა: ადგილობრივი ეკოსისტემისა და იშვიათი არქტიკული ფრინველების დასაცავად, ქალაქში კატის ყოლა ოფიციალურად აკრძალულია.
  • იარაღის ტარების ვალდებულება: ვინაიდან კუნძულზე თეთრი დათვების პოპულაცია ადამიანებისას აღემატება, ქალაქის საზღვრებს გარეთ გასვლისას ყველას აქვს ვალდებულება, თან იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი თავდაცვისთვის.
პოლარული დათვები

  • მშობიარობის აკრძალვა: ქალაქში არ არის შესაბამისი პროფილის სამშობიარო კლინიკა. ორსული ქალები მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე ასევე ნორვეგიის მატერიკულ ნაწილში მიემგზავრებიან.

ლონგიერბიენი არის ადგილი, სადაც მკაცრმა ბუნებამ ადამიანებს საკუთარი წესები უკარნახა, კაცობრიობამ კი ამას ყველაზე არაორდინალური კანონმდებლობით უპასუხა.

გააზიარე სტატია

ავტორი: გვანცა გახოკიძე

ლონგიერბიენი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026