Logo

"ქალბატონო ციცინო, ისეთ სიამოვნებას განვიცდი, რომ..." - მსახიობი კახა შარტავა ციცინო შურღაიას მიმართავს

"ქალბატონო ციცინო, ისეთ სიამოვნებას განვიცდი, რომ..." - მსახიობი კახა შარტავა ციცინო შურღაიას მიმართავს

05/28/2026

ტექსტის ზომა

ციცინო შურღაიას ბოლო დროს, პოდკასტებში ნათქვამ ფრაზებს, აქტუალობა ჯერ ისევ არ დაუკარგავს. შეგახსენებთ, პლასტიკურმა ქირურგმა გოგოლა კალანდაძის რუბრიკაში "სახლი" თქვა: "შენი გარეგნობა მეტყველებს შენს ინტელექტზე… არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა… სიგამხდრე არის ჯანმრთელობა."

პირველი, ვისაც ამ მოსაზრებაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მედიკოსები იყვნენ.

შურღაიას სიტყვები "ბოდი შეიმინგად" და ექიმისთვის შეუფერებელ დამოკიდებულებად შეაფასეს.

,,სერიოზულად ჩავფიქრდი ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე… ამას რომ ექიმი პირიდან ამოუშვებს, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ,” - დაწერა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კახა შარტავა

ციცინო შურღაიას, თავის ფეისბუქგვერდზე განთავსებული ვიდეოდან, მიმართავს მსახიობი კახა შარტავა.

კახა შარტავა: ქალბატონო ციცინო, ღამის სამი საათია და კარტოფილი შევწვი, ისეთი გემრიელია, ისეთი სიამოვნებით ვჭამ და ისეთი ბედნიერი ვარ, თან გემრიელ კეტჩუპსაც ვაყოლებ და კოკა-კოლასაც. ისეთ სიამოვნებას განვიცდი, რომ სულ ფეხებზე მკიდია, გამლანძღავს თუ არა თქვენნაირი ინტელექტუალი. ერთხელ ვცხოვრობ ამ ცხოვრებაში და ისიც იმაზე ვინერვიულო, რას იტყვის ციცინო შურღაია და იმისნაირები, ინტელექტუალები. არ ვაპირებ არანაირად!

video

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026