ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"Lick Me!" - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ნეკა დოროყაშვილმა დაწერა და შეასრულა, მასზე კლიპი გადაიღო და სპონტანურად იუთუბზე ატვირთა. ინფლუენსერს ახალი გეგმები აქვს. სიმღერას ყველა მუსიკალურ პლათფორმაზე ატვირთავს. შემდეგ, ალბათ, მეორე, სიმღერის ჯერი დადგება...

ნეკა დოროყაშვილი: ეს სიმღერა ახალი ერის დასაწყისს აღნიშნავს - ერას, რომელშიც ქალის სხეული წმინდაა, სადაც სურვილი თავისუფლების ენაა და რომელშიც ქართველი ქალი აღარ იბრძვის სივრცისთვის - ის უკვე სივრცეა.
ეს სიმღერა ამბობს: სურვილი აღარ არის სირცხვილი - ის არის ჩემი ძალა, ჩემი რწმენა, ჩემი გზა. ეს ტრეკი დაიბადა საქართველოდან, იმ მიწიდან, სადაც ქალის ხმა, საუკუნეების განმავლობაში ჩუმად საუბრობდა სიყვარულზე და სირცხვილზე, მაგრამ ახლა პირველად ყვირის ხმამაღლა: მე ჩემი სხეულის მფლობელი ვარ.
Lick Me! (Sanctified Neka) არ არის მხოლოდ სიმღერა — ეს არის სარიტუალო მანიფესტი, ქალის სხეულისა და სურვილის დაბრუნების აქტი კულტურაში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ისინი ტაბუდადებული და ჩუმი იყო.
ეს სიმღერა არის ქალის არქეტიპის ხელახალი დაბადება — ქალი, რომელიც აღარ მალავს თავის ვნებას, აღარ ფარავს თავის სიბრძნეს და აღარ ითხოვს უფლება ჰქონდეს არსებობისა. ის უკვე არსებობს, მთელი თავისი სინათლითა და ჩრდილით, როგორც ძალა, რომელიც ახალ სამყაროს აშენებს.
„Sanctified“ არ ნიშნავს მხოლოდ წმინდას — ეს არის ცოდვისა და სიწმინდის შერწყმა ერთ მთლიანობაში. ეს სიმღერა ამბობს: სურვილი აღარ არის სირცხვილი — ის არის ჩემი ძალა, ჩემი რწმენა და ჩემი გზა.
ჩემი სხეული არ არის ობიექტი — ის არის ტაძარი.
• ჩემი ხმა აღარ ითხოვს ნებართვას — ის ქმნის წესებს თავიდან.

ნეკას სოციალურ ქსელში ატვირთული აქვს "რილსი", კადრები კლიპიდან, სადაც მას თამარ მეფის სახე აქვს გაცოცხლებული. თუმცა იუთუბზე ატვირთულ ნამუშევარში, თამარ მეფის კადრები არ მოხვედრილა. რატომ? "ზმნამ" ეს კითხვა დაუსვა რეჟისორს.
ზურა ბურჯანაძე: თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ ეს ნაწილი ცალკე უნდა გასულიყო , რადგან ეს ნაწილი ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ ადგილას დგომას…
- ცალკეში რა იგულისხმება?
- ისეთი უნიკალური კადრები, როგორიცაა ეს კონკრეტული, ამგვარად გავა, ეტაპობრივად.
01/07/2026