Logo

სასარგებლო რჩევები

კამბუჩას ჩაი - სოკო ჩვენი ჯანმრთელობისთვის

კამბუჩას ჩაი - სოკო ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კამბუჩა ბუნებრივად გაზიანი სასმელია, რომელიც ჩაის, შაქრისა და ჩაის სოკოსაგან მზადდება.

ჩაის სოკო, კამბუჩას მოსამზადებლად უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია. ის, სასარგებლო ბაქტერიებისა და საფუვრის მოქმედებით, შაქრიანი ჩაის ზედაპირზე წარმოიქმნება. ფერმენტაციის პროცესში ჩაის სოკოს დახმარებით, სითხეში ქიმიური პროცესი მიმდინარეობს. 1-2 კვირიანი ფერმენტაციის შედეგად, ის, რაც ოდესღაც მხოლოდ ტკბილი ჩაი იყო, ახალ სასმელად გარდაიქმნება, რომელიც უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.

კამბუჩა

ჩინური ჩაის სოკოს სასარგებლო თვისებებს ექიმებიც აღიარებენ. ამერიკაში მომუშავე ექიმი მარინე ძაგნიძე ამბობს, რომ თავადაც ამ ჩაის მომხმარებელია.

„კამბუჩა ჩინური სოკოა, რომლისგანაც კამბუჩას ჩაი მზადდება. ჩინელები მას უკვდავების ჩაის ეძახიან. ჩინური მედიცინა კი უკვე საუკუნეებია იყენებს.

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია კამბუჩას ადამიანის ორგანიზმისათვის?

  • პირველ რიგში ის საუკეთესოა ორგანიზმის გაწმენდისა და დეტოქსისათვის, შეიცავს მჟავას, რომელიც ხელს უწყობს შხამების გაწოვას და ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას.
  • მეორე არის PH ბალანსის, ანუ მჟავა ტუტოვანი წონასწორობის აღდგენა. ის აბალანსებს მჟავა-ტუტოვან ფონს, რაც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიური პროცესისათვის.
  • უიშვიათესი წამალია საჭმლის მონელებისთვის, რადგან შეიცავს ენზიმებს, ფერმენტებს და ჰორმონებს. კამბუჩა არის ბუნებრივი ნატურალური პრობიოტიკი. ის არის კარგი ბაქტერია, იგივე ბაქტერია რაც მაწონშია, ოღონდ დიდი რაოდენობით. შეიძლება ითქვას, რომ არის ამ კარგი ბაქტერიების ცუნამი. ამიტომაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და იმუნიტეტის გაძლიერებას.
  • მეოთხე მიზეზი რის გამოც უნდა ვსვათ კამბუჩა, არის ის, რომ ნატურალური ანტიოქსიდანტია და ჩვენს ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებს. ასევე ხელს უწყობს ცხიმის წვას.

სოკო იკვებება ჩაით და შაქრით. ის კოფეინი რასაც ჩაისგან იღებს ნატურალური ანტიოქსიდანტია. შაქარი კი უკვე პროცესირებულია. ორგანიზმი იღებს არა ჩვეულებრივ, არამედ პროცესირებულ, გადამუშავებულ შაქარს.

კამბუჩა

სოკო კობი, ასე ჰქვია კამბუჩას სოკოს, ბაქტერიების საშუალებით იწვევს ჩაის დაშლას, იკვებება შაქრით და ჩაის გარდაქმნის კამბუჩად. თვითონ ჩაის შამპანურის გემო აქვს. მაცივარში რომ ვდგამთ, მისი ფერმენტაციის მეორადი პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება.

სასმლის მომზადების პროპორცია ასეთია - 1 გალონ წყალს ავადუღებთ, მერე მასში ჩაუშვებთ 7 ან 8 სუფრის კოვზ შაქარს და წამოვადუღებთ 2 წუთით, შემდეგ ამ მდუღარეში ვდებთ 6-7 ცალ ჩაის პაკეტს. გააჩნია როგორი სიმუქის ჩაი მოგწონთ. თუ მეტი კოფეინი გიყვართ, 8 ცალ პაკეტს გამოვიყენებთ და 10 წუთით გავაჩერებთ.

არც თბილ არც ცხელ წყალში სოკოს ჩაშვება არ შეიძლება. ასევე მას არ უნდა მოხვდეს შაქრის კრისტალი, რადგან კრისტალი ჭამს სოკოს. შაქარი ბოლომდე გამდნარი უნდა იყოს.

შემდეგ გაგრილებულ წყალში შევაცურებთ სოკოს და დავახურავთ თავზე ქაღალდის ან ქსოვილის თავსახურს. იმიტომ რომ ჭურჭელში ჰაერმა უნდა იმოძრაოს. სოკო ცოცხალი არსებაა და მან უნდა ისუნთქოს.

კამბუჩა

მოკლედ, კამბუჩა კიბოს საწინააღმდეგო, საჭმლის მომნელებელი, გამწმენდი, PH-ის მომწესრიგებელი, იმუნიტეტის გასუმჯობესებლი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ღირს 8 დოლარი და დღეში შეიძლება მხოლოდ ერთი ჭიქის დალევა.

ერთ გალონს რომ ამზადებ ის ერთი კვირა გყოფნის და ამასობაში მეორე მზადდება. სანამ ერთს დაცლი, ახალი გამზადდება და სულ გაქვს სახლში კამბუჩა, - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

03/30/2026

კამბუჩამარინე ძაგნიძესასმელისოკო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024