Logo

ტაბლოიდი

"კარგი ადამიანები შევხვდით ერთმანეთს. გაგვიმართლა" - მარიამი და გიორგი ახლანდელ ურთიერთობაზე

"კარგი ადამიანები შევხვდით ერთმანეთს. გაგვიმართლა" - მარიამი და გიორგი ახლანდელ ურთიერთობაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"მეხუთე ელემენტში" სტუმრობისას ექს ცოლ-ქმარმა - მარიამ როინიშვილმა და გიორგი მახარაძე თავიანთ ჯანსაღ ურთიერთობაზე ისაუბრეს. მარიამი ამბობს, რომ დღეს, რაც ყველაზე მეტად ეძვირფასება, ეს ურთიერთობებია.

მარიამ როინიშვილი: ჩვენი ურთიერთობა ძალიან, ძალიან ჯანსაღია. მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში. სხვანაირად ვერ ვიქნებოდით ერთად ამ პოდსკატის სტუმრები. არც ვახოს და გიორგის ექნებოდათ ის ჯანსაღი ურთიერთობა, რაც აქვთ. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩვენ კარგი ადამიანები შევხვდით ერთმანეთს. და გავიზარდეთ... თუმცა აქამდე მოსვლა, ია-ვარდით მოფენილ გზაზე არ იყო. მაგრამ არ ჩავრჩით და არ ჩავლპით.

ხანდახან ადამიანები, ერთი და იგივეში ვიხარშებით მუდმივად და მერე, ამ ერთი და იგივეში ლპობას იწყებ და ვერ ვითარდები. პიროვნულად ვერ ვითარდები, პირველ რიგში. ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა. გაგვიმართლა.

მარიამი და გიორგი

ბავშვები ახალისებენ ყველაფერს. მე ბედნიერი ვარ, როცა გიორგის შვილს, ნიკას სურვილი აქვს ჩვენთან დარჩეს სახლში. ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არაფერია. საერთოდ, ჯანსაღ ურთიერთობაზე ფასეული ჩემთვის დღეს არაფერია. დღეს უკვე ისე არაფერს ვუფრთხილდები ცხოვრებაში, როგორც ურთიერთობებს.

მარიამი და გიორგი

ხანდახან თითით საჩვენებელი ვარ, გიორგის და ვახოს ერთად რომ ხედავენ... მაგრამ არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ძაან მაგრები ვართ. აქამდე მოსასვლელი გზა რთული იყო.

36 წლის მარიამი უკვე სხვანაირად ფიქრობს. ადრეც ვთვლიდი, რომ ძაან მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა, მაგრამ ამისთვის არაფერს ვაკეთებდი.

გიორგი მახარაძე

გიორგი მახარაძე: ბავშვები ძალიან ბევრს ალაგებენ. მთავარია, მშობელი გაჰყვე მათ... მაგრამ ჩვენში, ჩემში და მარიამში, ორივეში დიდი ცვლილება მოხდა. ადრე სხვა ხედვები გქვონდა, ახლა სულ სხვა გვაქვს. ცა და დედამიწასავით შევიცვალეთ.

მარიამი: ჩვენ ყველა ერთმანეთს ვგულშემტკივრობთ. მე ამას ვგრძნობ და მეამაყება.

გიორგი და მარიამი

ავტორი: ზმნა

05/14/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024