Logo

საზოგადოება

"ქართული იუმორი "მუტრუკული", ანუ ძალაზე დამყარებული იუმორია" - გიორგი ჯანელიძე

"ქართული იუმორი "მუტრუკული", ანუ ძალაზე დამყარებული იუმორია" - გიორგი ჯანელიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ქართული იუმორი, ისე როგორც საერთოდ კავკასიური იუმორი, "მუტრუკული", ანუ ძალაზე დამყარებული იუმორია,"- ასე დაახასიათა ქართული იუმორი, იუმორისტმა გიორგი ჯანელიძემ, "ცოდნისმოყვარე პოდკასტში" სტუმრობისას.

გიორგი ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასეთი დახასიათება კავკასიურმა იუმორმა "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" თამშების დროს მიიღო.


„კავეენი“ დიდი მოძრაობა სანამ იყო, იქ გაჩნდა ასეთი შეფასებები, რომ ქართველები მაინც კავკასიური იუმორის ნაწილი ვიყავით და კავკასიური იუმორი ითვლებოდა უფრო "მუტრუკულ" იუმორად.

იუმორი რა არის? – რაღაცა პრობლემაა და გამოსავალია სასაცილო... და აი ამ სასაცილო გამოსავალს კავკასიელები პოულობდნენ "მუტრუკულს", ძალაზე დაფუძნებულს - ვიღაცის დაჩაგვრაზე, ან საკუთარი თავის გაჯავრებაზე, ან რაღაც ასეთზე. ამაში სულ ძალა მონაწილეობდა, არა ინტელექტი, არამედ ძალა... ჩემს თავშიც აღმომიჩენია და შემიმჩნევია ეს. გამომიჭერია საკუთარი თავი ასეთი იუმორით.
მეც რომ ვაკვირდებოდი სხვა კავკასიურ გუნდებსაც – ბაქოს გუნდს, ერევნის ორ გუნდს, მაჰაჩყალის, მერე სოჭის გუნდს... ესენი ყველა გამოირჩეოდნენ "მუტრუკული" იუმორით.

იქ მონაწილე სლავური გუნდები კი პირიქით, გამოირჩეოდნენ იმით, რომ მათ ხუმრობებში ქალი "აჩმორებს" კაცს. ეს შეიმჩნეოდა ისეთ გუნდებშიც კი, სადაც ქალი საერთოდ არ იყო. ხუმრობებში ამბობდნენ - "ასე რომ მივიდე სახლში, მერე ცოლი მცემსო..." კავკასიურ გუნდში ასეთი ხუმრობა ამ თემაზე არასდროს მომისმენია," - გაიხსნა გიორგი ჯანელიძემ.

ავტორი: ზმნა

05/13/2026