Logo

"ქართული თეატრის მეფისგან, ეს თბილი ჩახუტება, უდიდესი პატივია" - დიანა ღურწკაია ზურა ყიფშიძის მეფე ლირით აღფრთოვანებულია

"ქართული თეატრის მეფისგან, ეს თბილი ჩახუტება, უდიდესი პატივია" - დიანა ღურწკაია ზურა ყიფშიძის მეფე ლირით აღფრთოვანებულია

02/27/2026

ტექსტის ზომა

დიანა ღურწკაია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში "მეფე ლირს" დაესწრო. მომღერალი სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს, წლების შემდეგ, ვიყავი ქართულ სპექტაკლზე თუმანიშვილის თეატრში - „მეფე ლირზე“.
ეს იყო გრანდიოზული ემოციები, დაუვიწყარი საღამო და საოცარი დასი.

ამ სპექტაკლის მთავარი გმირი, ზურაბ ყიფშიძეა და მინდა მას გადავუხადო მადლობა ამ თბილი მიღებისთვის და იმისთვის, რომ ქართული თეატრის ისტორიაში უდიდესი წილი შეაქვს.
ცრემლი არ შემშრობია და არც ეს ემოციები მიშრება, რაც რამდენიმე საათის წინ მივიღე ბუმბერაზი მსახიობის, ბატონ ზურას და მთელი თუმანიშვილის დასის დამსახურებით.

დიანა ღურწკაია

მადლობა ამ ემოციებისთვის.
ქართული თეატრის მეფისგან ეს თბილი ჩახუტება უდიდესი პატივია." - წერს დიანა თავის პოსტში.

მომღერალი ძმასთან ერთად კულისებში შევიდა. ვიდეოს ქვემოთ, ბმულზე ნახავთ.

ვიდეო - რა უთხრა დიანამ ზურა ყიფშიძეს სპექტაკლის შემდეგ

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026