Logo

საზოგადოება

"ქართული ცეკვა ნებისმიერ ტრენაჟორს ჯობს" - თეა დარჩიას რჩევები

"ქართული ცეკვა ნებისმიერ ტრენაჟორს ჯობს" - თეა დარჩიას რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"გამოდით კომფორტის ზონიდან" - ასე ჰქვია პოდკასტს, სადაც თეა დარჩიამ თავის ყოველდღიურობაზე ისაუბრა. მან მაყურებელს სასარგებლო რჩევები მისცა. მოცეკვავე ამბობს, მოძრაობა ცხოვრების წესად აქციეთ, საქმის დროს იცეკვეთ და ივარჯიშეთო.

თეა დარჩია: ყველა მეკითხება, 55 წლის ასაკში დღეში ოთხ რეპეტიციას როგორ უძლებო? პირიქით, ენერგიას ვიღებ. ის რაც გიყვარს, იქიდან ენერგია მოდის.

ვერ ვიტყვი, რომ ჯანსაღად და დროების მიხედვით ვიკვებები. ვერც იმას ვიტყვი, რომ ასაკის შესაბამისად ვიკვებები, რომ დავრჩე ჯანმრთელი. საქმიდან გამომდინარე ბევრი ბონუსი მაქვს, რაც არ უნდა ვჭამო, სულ ვწვავ. ყველაფერს მივირთმევ.

დილით ცხელ წყალს ვსვამ. მივეჩვიე და მსიამოვნებს. შემდეგ დილის ლოცვებს ვკითხულობ, ვსვამ ნაკურთხ წყალს და სეფისკვერს მივირთმევ. მერე ყავას, ერთ დიდ ჭიქას. მერე სიჩქარეში გზადაგზა რასაც მოვახერხებ, გემრიელად მივირთმევ. დღეში მაქვს ოთხი რეპეტიცია და მერე ახალი ამბები, სირბილი არხებზე, ინფორმაციის შესრუტვა და ისტერიკული ჭამა. ამიტომ მე არ ვარ სწორი კვების მაგალითი.

თეა დარჩია

მთელი ცხოვრება მქონდა კანის პრობლემა - გრიმი, მტვერი, ოფლი... ადრე პლასტელინივით გრიმი იყო. კანს ვნებდა.

განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. კანს ვუვლი მაქსიმალურად, ინტერნეტში ამოკითხულ რჩევებს ვითვალისწინებ. 14 წლის გოგონებთან ერთად ვცეკვავ და არ მინდა ისე გამოვიყურებოდე, რომ შევარცხვინო მოსწავლეები. სანამ სცენაზე ხარ, ვალდებული ხარ შესამაბისად გამოიყურებოდე.

ცეკვას სისტემაში მოჰყავს ყველა კუნთი. მოღუნულ და მოკუნტულ ადამიანს მოშვებული აქვს ყველაფერი. ფეხის კუნთები გულს და ლიმფას ამუშავებს. ქართული ცეკვა ჯანმთელობის საწინდარია.

როგორ გამოგდის, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, კომპლექსი მოიშორო და ცეკვაზე იარო. არ არსებობს ვისაც უნდა და ვერ შეძლოს. ტელეფონში სქროლვის ნაცვლად დგახარ, ვაჯიშობ და ცეკვავ. ქართული ცეკვა ნებისმიერ ტრენაჟორს ჯობს. არ გამინაწყენდნენ ჯიმში ვინც მუშაობს.

თეა დარჩია

ოღონდ არ იწვეთ, არ იჯდეთ და სასოწარკვეთას არ მიეცეთ. ადამიანი, ვინც არ მოძრაობს, იწყებს ნელა კვდომას. ფუჭდება ნერვები, დეპრესია, გაჩერებული ლიმფა, ინტოქსიკაცია.

ჩართეთ მუსიკა, სახლს ალაგებთ? თან იცეკვეთ, თან დაალაგეთ. გვით? იცეკვეთ, ისე მოგავეთ. ტელევიზორს უყურებ? იბუქნავე, ცერზე ადი-ჩამოდი... ოღონდ არ იყოთ უმოძრაოდ.

ავტორი: ზმნა

03/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024