Logo

კატლეტი რომ თანაბრად შეიწვას, ეს ხრიკები უნდა იცოდეთ

კატლეტი რომ თანაბრად შეიწვას, ეს ხრიკები უნდა იცოდეთ

08/17/2026

ტექსტის ზომა

კატლეტი ყველას უყვარს. ის თითქმის ყველა ოჯახის სამზარეულოში იწვება. ამიტომ ვფიქრობთ, მის სწორად შესაწვავად რამდენიმე ხრიკის ცოდნა, ყველას მოუნდება.

ტემპერატურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კატლეტების მომზადებისას. ტაფა მაქსიმალურად უნდა იყოს ცხელი. როცა ტაფაზე კატლეტს ვათავსებთ ტემპერატურა საგრძნობლად მცირდება მის ზედაპირზე, ამიტომ თუ კარგად არ არის ცხელი, კატლეტები არ გამოგივათ ხრაშუნა.

თუ კატლეტეს საჭიროზე დიდხანს მოვამზადებთ, მაშინ ჩვენ მივიღებთ რეზინისებურ მასას. სტანდარტულად უნდა შევწვათ 2-2 წუთი ორივე მხრიდან და 4 წუთი თავდახურულ მდგომარეობაში.

ცეცხლი: ჯერ მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ ორივე მხარე ქერქის მისაღებად, შემდეგ დაუწიეთ.

თავსახური: ბოლო წუთებში დააფარეთ თავსახური სრულად მოსამზადებლად.

კატლეტების ხშირად გადაბრუნება არ შეიძლება! ხორცი რეზინად იქცევა, არათანაბრად შეიწვება, წვენი გადმოიღვრება. აუცილებლად დაელოდეთ შესაბამის დროს და შემდეგ გადმოაბრუნეთ.

რა თქმა უნდა არასწორი ნაბიჯია, როდესაც ტაფაზე ბევრ კატლეტს ათავსებთ. მიზეზი კი ის არის, რომ წყლის ნაწილი საკმარისად არ ორთქლდება კატლეტებიდან და ისინი იწყებენ მოთუშვას.

კატლეტი

კატლეტების შეწვისას, მათზე შავი ნადების გაკეთება, არც ისე იშვიათი შემთხვევაა. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ერთ ხრიკს გასწავლით.

შეწვისას ტაფაზე სტაფილოს ნაჭრების დადება, ძველი მზარეულების ხრიკია. სტაფილო ხელს უშლის ზეთის სწრაფად დამწვრობას და ნამწვავების წარმოქმნას.

ზეთმოსხმულ გახურებულ ტაფაზე კატლეტებს რომ დაალაგებთ, მორჩენილ ადგილებში სტაფილოს რგოლები დააწყეთ. ამ გზით თქვენს კატლეტს შავი ნამწვავები არ მიეკრობა, ის გამოვა ფუმფულა და ერთ ფერში შეიწვება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026