Logo

ეს გემრიელია

ქათმის ღვიძლი შავი ქლიავით - ვახო კანდელაკის რეცეპტი

ქათმის ღვიძლი შავი ქლიავით - ვახო კანდელაკის რეცეპტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გთავაზობთ უგემრიელესი კერძის, "შავი ქლიავით მომზადებული ქათმის ღვიძლის" რეცეპტს, რომელიც ZMNA.GE-ს მკითხველისთვის მზარეულმა ვახო კანდელაკმა გაგვიზიარა.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ქათმის ღვიძლი სიმინდის სახამებელი, მარილი, თაფლი დაღერღილი წითელი წიწაკა, კარაქი, მწვანე ხახვი და ქლიავი.

ინგრედიენტები

ქათმის ღვიძლს დავამატოთ ცოტა მარილი და კარგად ამოვავლოთ სიმინდის სახამებელში. ღვიძლი საკმაოდ სწრაფად მზადდება და მისი მომზადებისას სწორი ტემპერატურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

სასურველია მოვამზადეთ მცენარეულ და არა ცხოველურ ცხიმში, რადგან მცენარეული ცხიმის წვის ტემპერატურა მაღალია და ეს ხელს შეუწყობს, რომ პროდუქტი არ გამოშრეს.

კერძი

შემდეგ ეტაპზე კარგად გახურებულ, მშრალ, უცხიმო ტაფაზე მოვბრაწოთ ორად გაჭრილი და კურკა გამოცლილი ქლიავი. ქლიავი გარედან რომ მოიბრაწება, "დაიბეჭდება", ეს დაგვეხმარება, რომ სითხე გარეთ არ გამოვიდეს და ქლიავში იყოს შენარჩუნებული.

კერძი

ქლიავს ამოვიღებთ ტაფიდან და იმავე ტაფაზე ვასხამთ წითელ ღვინოს. ღვინო კარგად უნდა ამოდუღდეს დაღერღილ წიწაკასთან, მარილთან, კარაქთან თაფლთან ერთად.

მასა კარგად უნდა გაიხსნას, რომ მივიღოთ კონცენტრირებული გემო.

კერძი

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ მწვანილი - ორეგანო და ბაზილიკი, მაგრამ ნეიტრალური გემოს შენარჩუნებისთვის მზადებისას მწვანილს არ ვიყენებ.

გამზადებულ ღვიძლს ვათავსებთ სოუსში და ზემოდან გასაფორმებლად ვაჭრით მწვანე ხახვს.

კერძი

ავტორი: ზმნა

11/21/2025