Logo

სპორტი

კაცი, რომელმაც ლეო მესი უდიდეს ფეხბურთელად აქცია

კაცი, რომელმაც ლეო მესი უდიდეს ფეხბურთელად აქცია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მსოფლიოს ჩემპიონატზე ალჟირს სამი გოლი რომ გაუტანა, ლიონელ მესი ატირდა. მოგვიანებით მან განმარტა: „ეს ცრემლები ფეხბურთს არ უკავშირდებოდა, რამდენიმე მძიმე დღე გადავიტანე“.

ახლა უკვე ცნობილია, რა მძიმე დღეებზეც ლაპარაკობდა მესი. მალე ოჯახმა ცნობა გაავრცელა, რომ ხორხე მესი მკურნალობას გადიოდა. ფაქტმა, რომ მამა ლეოს უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატს არ ესწრებოდა, ცხადი გახადა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მსოფლიოს ჩემპიონატის მერე ლეო მშობლიურ როსარიოში ჩაფრინდა. მამის გვერდით იყო. შემდეგ მაიამიში დაბრუნდა, სადაც დაეწია კიდეც ხორხეს გარდაცვალების ამბავი.

ხორხე მესი როსარიოს კლინიკაში 68 წლისა გარდაიცვალა. ზუსტ მიზეზებზე ოჯახმა საუბარი არ ისურვა, მხოლოდ ის იყო ცნობილ, რომ ხორხე დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა.

„ითამაშე, როგორც შეგიძლია“ - ამ სიტყებით შეუშვა ხორხე მესიმ ბევრი წლის წინ შვილი პირველად ნამდვილ მოედანზე...

ლეოს ბავშვობაშივე აღმოუჩინეს ზრდის ჰორმონის დეფიციტი. მას რეგულარული ინექციები სჭირდებოდა. უბრალო არგენტინული ოჯახისთვის მკურნალობის კურსი მეტისმეტად ძვირი იყო.ხორხემ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ფული შეაგროვა, 13 წლის ლეოს ხელი ჩაავლო და ესპანეთში წაიყვანა. ბარსელონას აეროპორტში მათ ცხადა, არავინ დახვდათ.

მესი

სინჯები გაიწელა. კლუბის სპორტული დირექტორი, კარლეს რეშაკი, ვინც ასეთ საკითხებს წყვეტდა, სადღაც იყო წასული...

ლეო მესის ნიჭი თვალშისაცემი გახლდათ, მაგრა ყველაფერი ასე მარტივად გადასაწყვეტი არ აღმოჩნდა. უცხოელ მოზარდთან კონტრაქტის გაფორმება, მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ყველაფერთან ერთად ეს ზრდის ინექციები - ძვირადღირებულ ავანტიურად მოჩანდა. ხორხე დროის გაწელვამ გააბრაზა და თქვა, რომ ან დროულად მიეღოთ გადაწყვეტილება ან ლეოს სხვაგან მიაბარებდა.

ულტიმატუმმა გაჭრა. 2000 წლის 14 დეკემბერს კარლეს რეშაკმა, ხელთ სხვა რომ არაფერი აღმოაჩნდა, ჩვეულებრივ ხელსახოცზე ჩამოწერა თავისი ვალდებულებები და ხელიც მოაწერა. ასე იქცა ეს ხელსახოცი, ლეო მესის პირველ კონტაქტად და წლების მერე აუქციონზე მილიონ დოლარადაც გაიყიდა.

მესი

ლეოს დედა, სელია და ლეოს და-ძმები ესპანეთს ვერ შეეგუენ და მალე გადაწყდა, რომ ისინი არგენტინაში დაბრუნდებოდნენ, ლეოსთან კი მამა დარჩებოდა.

ლეოს თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა. გუნდში თითქმის არც კი ლაპარაკობდა და დათრგუნული იყო. ღამე კი ტიროდა ხოლმე. ტან ცდილობდა, მამას არაფერი გაეგო. თუმცა ხორხე ყველაფერს გრძნობდა და რაღაც მომენტში შვილს შესთავაზა კიდეც სახლში დაბრუნება. ლეომ ნებისყოფა მოიკრიფა და ესპანეთში დარჩა.

რომ არა ხორხე მესი, ლეოს შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა. 2000-იანების დასწყისში არგენტინაში ფაქტობრივად არაფერი იცოდნენ, დაბალი ტანის ბიჭზე ბარსელონას აკადემიიდან. ამის საპირისპიროდ კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მას ყურადღებით აკვრდებოდნენ.

და სწორედ მაშინ, ხორხე მესიმ საკუთარი ხელით დაამონტაჟა 12-წუთიანი ჩანაწერი შვილის თამაშების ეპიზოდებით VHS-ის ვიდეოკასეტაზე და ნაკრების მწვრთნელ მარსელო ბიელსაც გაუგზავნა არგენტინაში. ამის მერე იყო, სამშობლოში რომ მიხვდნენ, რამხელა განძი ჰყავდათ და რომ ამ ბიჭისთვის ყურადღება უნდა მიექციათ.

2004 წლის 29 ივნისს, მე-17 დაბადების დღის მეორე დღეს, ლეო არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების მაისურით გავიდა მოედანზე და ამით წერტილი დაუსვა მისი გაესპანელების შანსს.

ისე, რომ არა მამა, დიდი ალბათობით, ლეოს ესპანეთის მოქალაქეობას მიაღებინებდნენ და ვინ იცის, როგორც შეიცვლებოდა, არათუ მისი, მთლიანად მსოფლიო ფეხბურთის ისტორია?!

მალე ხორხე იმასაც მიხვდა, რომ მასზე სანდო აგენტი ლეოს ვერ ეყოლებოდა და ამ სფეროს შესწავლა დაიწყო. ხორხე საჯაროობას ერიდებოდა და კამერების წინ მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, თუკი შეატყობდა, რომ ვიღაც გზის გადაჭრას ცდილობდა ან მისი შვილის რეპუტაციას შეეხებოდა. ამბობდნენ, რომ დახურულ კარს მიღმა ხორხე ძალიან ძლიერი მომლაპარაკებელი იყო და მისგან რამის დათმობა შეუძლებელი იყო.

ისე, ერთხელ ხორხემ რაღაც ვერ გათვალა და ესპანეთის საგადასახადო სამსახურის თვალთახედვის არეალში აღმოჩნდა. სასამართლოზე ხორხეს და ლეოს 4 მილიონი ევროს ოდენობით გადასახადის დამალვა დაუმტკიცდათ. ლეო ლაკონური იყო. „ფინანსებს მე არ ვმართავ“ - თქვა პროცესზე.

მესი

მამა-შვილი დამნაშავეებად გამოაცხადეს. ლეოს 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, ხორხეს - 15-თვიანი. თუმვა ციხეში არც ერთს ერთი დღეც არ გაუტარებია. ესპანური კანონები ასეთ დროს პირობით სასჯელს ითვალისწინებს, თუკი სასჯელის ვადა 2 წელიწადზე ნაკლებია.

წლები კი გადიოდა. ლეო დამოუკიდებელი ადამიანი გახდა. დაოჯახდა, უკვე თავად მას ჰყავდა სამი შვილი. თუმცა ხორხე რჩებოდა იმ ადამიანად, რომელივ მუდმივად ზრუნავდა შვილის კარიერაზე, იმ ადამიანად, ვისი აზრიც ლეოს მართლა აინტერესებდა.

ავტორი: გიორგი დარჯანია

08/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024