Logo

საზოგადოება

"კბილებდაკრეჭილ, ყურებგაჩიჩინებულ ღორის თავს რომ ვხედავ, სად დავიმალო, აღარ ვიცი" - ნინო კვაჭანტირაძე

"კბილებდაკრეჭილ, ყურებგაჩიჩინებულ ღორის თავს რომ ვხედავ, სად დავიმალო, აღარ ვიცი" - ნინო კვაჭანტირაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

14 იანვარს საქართველოში „ძველით ახალ წელს“აღნიშნავენ.

კალანდა - ასე ეძახიან ამ დღეს გურიაში და მის შესახვედრად საგულდაგულოდ ემზადებიან.

საკალანდო სუფრა განსაკუთრებულია. მას ტრადიციისამებრ მოხარშული ღორის თავი და მის გარშემო შემოლაგებული საჭმელ-სასმელი და ტკბილეული ამშვენებს.

სწორედ კალანდასთან დაკავშირებულ ამ ტრადიციაზე წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე.

ჟურნალისტი ამბობს, რომ შუა მაგიდაზე განთავსებული ღორის თავის ნახვა უსიამოვნო სანახავი გახდა და დროა ამ ტრადიციისათვის რამე უფრო ესთეტიკურის შერჩევაზე იფიქროს ადამიანმა.

„აი, სულ რომ ყველა დღესასწაული დაივიწყონ, კალანდა გურიაში იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ახალი წელია, მაგრამ ამ კბილებდაკრეჭილ, ყურებგაჩიჩინებულ ღორის თავს რომ ვხედავ შუაგულ მაგიდაზე, სად დავიმალო, აღარ ვიცი... თუმცა ისიც ვიცი, რომ ეს ღორის თავი საკალანდო სუფრაზე ტრადიციულად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ელემენტია, განსაკუთრებით გურიაში, სადაც მას ილორის ხონჩაზე სპეციალურად ამზადებდნენ ახალი წლისთვის, როგორც სიმბოლო კეთილდღეობისა და სიუხვისა, მაგრამ იქნებ, გადაგვეხედა ამ ტრადიციისთვის და რამე უფრო ესთეტური მოგვეფიქრებინა, უსაშველო თუ გვჭირს, სადმე მოფარებულში გვეჭამა აგი მოხარშული ღორის თავი....

ისე, საინტერესოა, სადმე, სხვაგან სუფრაზე თუ გინახავთ დაგორებული ცხოველის თავი (განსაკუთრებით "მომხიბვლელია" სანახაობაა, ღორის თავს თამადა ყურებს რომ დააჭრის და მერე დინგში კოცნის),“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

ავტორი: ზმნა

01/14/2026