Logo

ტაბლოიდი

ქეთი მელუა ახალ ფოტოებს აქვეყნებს - 41 წლის მუსიკოსი მეორე შვილს ელოდება

ქეთი მელუა ახალ ფოტოებს აქვეყნებს - 41 წლის მუსიკოსი მეორე შვილს ელოდება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქეთი მელუა მეორე შვილის მოლოდინშია. მუსიკოსი რეიკიავიკიდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"ისლანდია, შენ ხარ სანახაობრივი, მე ძალიან მინდა, რომ კვლავ გესტუმრო.

ჰარპას საკონცერტო დარბაზში მომაჯადოვებელ კონცერტზე მიგვიწვიეს.

ლურჯ ლაგუნაში ჩავიძირეთ, ვიდექით მყარ ლავაზე (ბოლო ვულკანური ამოფრქვევის შედეგად რომ გაჩნდა) და ეს ეკლესია (რეიკიავიკის ღირსშესანიშნაობა, რომელიც ფილმშია "როცა სინათლე ქრება"), დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე" - წერს ქეთი ფეისბუქზე.

ქეთი მელუაქეთი მელუაქეთი მელუაქეთი მელუა

41 წლის მუსიკოსი დედა პირველად 2022 წელს გახდა. სანდრო დეკემბერში 4 წლის გახდება.

მომღერალი წარსულში ღიად საუბრობდა დედობასთან დაკავშირებულ შიშებზე, ფიქრობდა, რომ რეპროდუქციული პრობლემები ჰქონდა.

ქეთის რჩეული ბრიტანელი მეცნიერი ოლივერ ვორვიკია. მომღერალი მას ოლის ეძახის.

ქეთი და ოლიქეთი და ოლი

ქართველ-ბრიტანელი შემსრულებელი ტურნეში ოჯახთან ერთად დადის. სანდრო ხუთი თვის იყო, როდესაც ქეთიმ ის ევროპულ ტურნეში წაიყვანა და ამოგზაურა.

"ჩემი პარტნიორი ოლი ხომ ბრილიანტია, ჩვენთან ერთად რომ იყო მთელი ტურის მანძილზე. მე ვამაყობ არა მხოლოდ ჩემი ოჯახით, არამედ მთელი ჩემი გუნდით, მენეჯმენტით. მახარებს ის, რომ მინიმალური სტრესით შევძელი ჩემი სამუშაოსა და ოჯახის შეთავსება და დაბალანსება.

ქეთი მელუა

მინდა ჩემი მაგალითი იყოს წახალისება ამ ინდუსტრიის ქალებისთვის, რათა თუკი ისინი ოჯახების შექმნას მოისურვებენ, არ იფიქრონ, რომ მათი კარიერა დასრულებულია," - იმ ტურნეს დროს წერდა ქეთი.

ქეთი და ოლი

ავტორი: ზმნა

06/29/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024