ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჩვენს საზოგადოებაში, წურბელებით „მკურნალობა“, ჯერ კიდევ მკურნალობის უვნებელ, ხალხურ მეთოდად აღიქმება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი „წნევის დაწევაზე“, „სისხლის გაწმენდაზე“ ან ორგანიზმის „განტვირთვაზეა“.
თუმცა სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი თვითნებური პრაქტიკა შესაძლოა ზოგჯერ სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კლინიკაში კანის ინფექციით ორი პაციენტი მოხვდა, რომლებსაც ინფექცია წურბელების მიერ დაზიანებული კანიდან შეეჭრათ. ექიმი მოქალაქეებს მოუწოდებს, წურბელების კანზე დასმისგან თავი შეიკავონ და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს მიმართონ.
"ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბელებს კანზე, რაღა დროს წურბელებია (ან საერთოდ რატომ არის დაშვებული მათი გაყიდვა, გაუგებარია). ერთ კვირაში, კლინიკაში, კანის ინფექციის მქონე ორი პაციენტი შემოვიდა, რომელსაც წურბელების მიერ დაზიანებულ კანში შეეჭრა ინფექცია. ადამიანს, მით უმეტეს ახალგაზრდას, “ წნევის დასაწევად” და “სისხლის გასაწმენდად” რატომ უნდა მოუვიდეს თავში წურბელის დასმა, არ მესმის," - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
07/02/2026