Logo

ჯანმრთელობა

"ხანგრძლივი სტრესი იწვევს კიბოს და მთელ რიგ ფსიქიკურ პათოლოგიებს" - ფსიქოლოგი დეა ყოლბაია

"ხანგრძლივი სტრესი იწვევს კიბოს და მთელ რიგ ფსიქიკურ პათოლოგიებს" - ფსიქოლოგი დეა ყოლბაია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


სტრესი ადამიანის ორგანიზმის ის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება.

დღევანდელ არასტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, სამწუხაროდ ასეთი პრობლემა მრავლადაა და სტრესიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმდევ ფაქტორად იქცა.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სტრესი და ემოციური დაძაბულობა, ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

როგორ შეუძლია ემოციების ჩახშობას, დათრგუნვას ადამიანებში სერიოზული დაავადებების გამოწვევა?
ამ კითხვასთან დაკავშირებით სალომე კასრაძის პოდკასტში ფსიქოლოგმა დეა ყოლბაიამ ისაუბრა.

"ყველაზე დიდი და მძიმე სტრესი არის ის, როდესაც შენ შენს ნამდვილ პოზიციას, შენს სათქმელს, რაც უნდა თქვა, არ ამბობ და მერე ნანობ... ეს არის დაგროვებული კორტიზოლი და ადრენალინი, რაც ანატომიურად , ჰისტოლოგიურად, ციტოლოგიურად, მორფოლოგიურად ცვლის ადამიანს.

ნებისმიერი დაავადების გამომწვევი, შესაძლიოა რა თქმა უნდა იყოს გენეტიკური ფაქტორები, მემკვიდრული განწყობა, მუტაცია, რადიაცია და ასე შემდეგ...

მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სტრესი... ხომ ვთქვით, რომ სტრეს ჰორმონები გენოტროპულია და გენებს ცვლიან... ხანგრძლივი სტრესი იწვევს კიბოს, პარკინსონიზმს და მთელ რიგ ფსიქიკურ პათოლოგიებს.
რა თქმა უნდა ადამიანი იცვლება. პირველი არის წონის ცვლილება - ან ძალიან გასუქება ან ძალიან გახდომა, ანუ მეტაბოლური სინდრომი...

პირველი, რაც უნდა შეისწავლოს ადამიანმა და გამოიკვლიოს 6 თავში ერთხელ ეს არის ფარისებრი ჯირკვალი, ჰორმონები და ანტისხეულები, ასევე პანკრეასის ფუნქციები და ინსულინი... თუ ინსულინ რეზისტენტობაა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანის სხეული ემზადება დიაბეტისთვის და ეს არ არის უბრალოდ შაქრის მოშლა," - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

03/15/2026

დაავადებებიდეა ყოლბაიასტრესიფსიქოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024