Logo

კულტურა

ხატია ბუნიათიშვილი და პრეზიდენტი მაკრონი „Pièces Jaunes“- ის გალა კონცერტზე

ხატია ბუნიათიშვილი და პრეზიდენტი მაკრონი „Pièces Jaunes“- ის გალა კონცერტზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, სოციალური ქსელში, საფრანგეთის პრეზიდენტ - ემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ფოტოს კი, პიანისტი, „Pièces Jaunes“-ის გალა კონცერტიდან გვიზიარებს.

რა ღონისძიებაა „Pièces Jaunes“?

არის ყოველწლიური ეროვნული საქველმოქმედო კამპანია, რომელსაც ორგანიზებას უწევს Fondation des Hôpitaux (ჰოსპიტალების ფონდი). მისი მიზანია საფრანგეთის საავადმყოფოებში ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

ეს გახლავთ ძალიან დიდი და მასშტაბური ღონისძიება საფრანგეთისთვის - დიდი საქველმოქმედო გალა-კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ:

ხატია ბუნიათიშვილი, Gims, Christina Aguilera, A$AP Rocky, Stray Kids, Future, Davido, Bob Sinclar, Gautier Capuçon, Ibrahim Maalouf და სხვა საერთაშორისო არტისტები.

მაკრონიაგილერა

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს ემანუელ მაკრონი, რომელიც, საჯაროდ უჭერს მხარს კამპანიას. შემოსული თანხები ხმარდება ბავშვთა საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ეს ღონისძიება საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური საქველმოქმედო საღამოა, სადაც კულტურა, პოლიტიკა და სოციალური პასუხისმგებლობა ერთიანდება.

ხატია ბუნიათიშვილი

ავტორი: ზმნა

01/27/2026