Logo

საზოგადოება

ხატია დეკანოიძე ირანელ ქალებზე წიგნს გამოსცემს

ხატია დეკანოიძე ირანელ ქალებზე წიგნს გამოსცემს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხატია დეკანოიძე მალე წიგნს გამოსცემს. როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის ციხეში დაწერილი ირანელი ქალების უმძიმესი ისტორიები, რომელიც თავად ირანელმა პოლიტპატიმარმა ქალმა შეაგროვა, ხატიამ კი - თარგმნა.

ხატია დეკანოიძე: რამდენიმე დღის წინ, ირანელი ქალების მიერ ციხეში დაწერილი ისტორიების თარგმნა დავასრულე, რომელიც თვითონ პოლიტპატიმარმა, ირანელმა ადამიანის უფლებების დამცველმა ნარგეს მოჰამედმა შეაგროვა ციხეში.

ნარგესი

"თეთრი წამება" - ასე ჰქვია წიგნს. თეთრი წამება არის სამარტოო საკნით ადამიანებზე ფსიქოლოგიური მანიპულაცია და ზემოქმედება. წამების მეთოდი.

ძალიან გამიჭირდა წიგნის თარგმნა უმძიმესი ისტორიების კითხვისას. წიგნი მალე გამოვა. ეს გვანცა ჯობავას მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

ირანის ისლამური რეჟიმი არის ბოროტება.

ავტორი: ზმნა

08/27/2026