Logo

"ხატვის დროს მე ვისვენებ, ამიტომ ვკიდებ ფუნჯს ხელს..." - რას ჰყვებოდა პატრიარქი თავის ხატვის ნიჭზე

"ხატვის დროს მე ვისვენებ, ამიტომ ვკიდებ ფუნჯს ხელს..." - რას ჰყვებოდა პატრიარქი თავის ხატვის ნიჭზე

03/20/2026

ტექსტის ზომა

პატრიარქის მიერ შესრულებული ფრესკები დიდუბისა და რუსთავის ეკლესიებს და მანგლისის საპატრიარქო რეზიდენციას ამშვენებს. მის მიერ დაწერილი ხატები, საპატრიარქოსა და სხვადასხვა ეკლესიებში ასვენია.

როგორც უწმინდესი თავის ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ამბობს, სკოლაში სწავლისას, ლიტერატურისა და ისტორიის გარდა, უყვარდა ხელოვნება, მუსიკა და ხატვა.

კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე: ხატვა მიყვარდა. ჯერ ფანქრით ვხატავდი, შემდეგ აკვარელით, ზეთით. მაინცადამაინც მხატვარი არ გამოვიდა ჩემგან. ხატვის დროს მე ვისვენებ, ამიტომ ვკიდებ ფუნჯს ხელს, თორემ მე მხატვარი არ ვარ.

სასულიერო სემინარიაში ჩვენ გვასწავლიდნენ მუსიკას, ნოტებს. მე მესმის ნოტები, ვკითხულობ ნოტებს. ბავშვობიდან კარგი მუსიკალური სმენა მქონდა. როგორც სემინარიაში პედაგოგი ამბობდა, იდეალური სმენა მქონდა. ეს მელოდია ზეციდან მოდიოდა...

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026