Logo

ხე, რომელიც 30 სართულიან შენობაზე მაღალია

ხე, რომელიც 30 სართულიან შენობაზე მაღალია

12/24/2025

ტექსტის ზომა

წარმოიდგინე ხე, რომელიც 30 სართულიან შენობაზე მაღალია.

ეს არც მითია, არც ლეგენდა, ის რეალურად არსებობს და მას ჰქვია ჰიპერიონი.

ჰიპერიონი, სიმაღლით ისეთ ცნობილ ღირსშესანიშნაობებსაც კი აღემატება, როგორიცაა თავისუფლების ქანდაკება და ბიგ ბენი. მისი სიმაღლე დაახლოებით 116 მეტრია.

ჰიპერიონი

ჰიპერიონი კალიფორნიაში, რედვუდის ეროვნულ პარკში ცხოვრობს და მისი ზუსტი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია, რათა ხე დაცული იყოს დაინტერესებული პირების გადაჭარბებული ყურადღებისგან.

გიგანტური ჰიპერიონი სანაპირო სექვოიას (Sequoia sempervirens) სახეობის წარმომადგენელია. ეს ხეები ცნობილია იმით, რომ ასწლეულებს კი არა, ათასწლეულებსაც ცოცხლობენ, აქვთ ხანძრისა და დაავადებების გადატანის საოცარი უნარი და სიმაღლეში ზრდას საუკუნეების განმავლობაში აგრძელებენ.

ჰიპერიონი

ახლა ჰიპერიონი დაახლოებით 700–800 წლისაა. როცა ის პატარა ნერგი იყო, ადამიანები ჯერ კიდევ ხმლით იბრძოდნენ და მსოფლიო ისეთი სულაც არ იყო, როგორიც დღესაა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიგანტისექვოიახეჰიპერიონი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026