ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფოტო-ვიდეოგრაფი ზურა ბურჯანაძე, რომელიც საზოგადოებამ ნეკა დოროყაშვილის ვიდეოკლიპით გაიცნო, მილანიდან ახლახან დაბრუნდა. მან ამჯერად, "ზმნას" ყურადღება, მის ობიექტივში მოხვედრილი კენდალ ჯენერის გამო მიიქცია. ზურამ მოდელი მილანში გადაიღო.
კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრმა - კენდალ ჯენერმა შოუში - "კარდაშიანების ოჯახი", მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო. მისი და, კაილი ჯენერი ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი, მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანია. თვითონ კი მოდელობა 2009 წელს დაიწყო. ახლა ამერიკელი მოდელი 30 წლისაა.
ზურა "ზმნასთან" ჰყვება, რომ საქმიანი ვიზიტით, მილანში, ხშირად უწევს ყოფნა. თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდებთან. ერთ-ერთი ამგვარად საქმიანი გადაღების დროს, მოულოდნელად ოცნების მოდელს შეხვდა.

ზურა ბურჯანაძე: ეს იყო არმანი ბიუთის ფლეშმობი, სადაც მიწვეულები იყვნენ ძალიან ცნობილი ინფლუენსერები და მოდელები, მეც მათ შორის აღმოვჩნდი… უზარმაზარ მოედანზე Kendall Jenner-ი უნდა მოსულიყო, მაგრამ არავინ იცოდა, სად მოვიდოდა, სად გაჩერდებოდა; ყველა ფიქრობდა, რომ არმანის აივნიდან რამდენიმე წამით მოგვესალმებოდა.
ამ უზარმაზარ მოედანზე, უბრალოდ, ერთი ადგილი დავიკავე… და საოცრება! მისი მანქანა ზუსტად ჩემს წინ ჩერდება… იხსნება კარი და ზუსტად ჩემს წინ აღმოჩნდა Kendall Jenner-ი...


ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რომ ასე გამიმართლა და ზუსტად იქ, იმ ადილას ვიყავი. როცა პიანისტი უკრავდა, მე მასთან მქონდა თვალით კონტაქტი. რამდენჯერმე პირდაპირ შემომხედა. ამ დროს, სრულფასოვანი გადაღება, თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ხელები და ფეხები მთლიანად მიკანკალებდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მე მაინც ავიღე კადრები, რომლებიც ჩემს ისტორიას დარჩება. ეს მართლაც ჩემი ერთ-ერთი ახდენილი ოცნებაა.
- რატომ ოცნებობდი კენდალის გადაღებაზე?
- ყოველთვის მომწონდა მისი ვიზუალი, საუბრის მანერა, ჩაცმის სტილი და მინდა გითხრათ, მისგან საოცარი ვარსკვლავური ენერგეტიკა მოდის, რომელიც იგრძნობა ყველგან სადაც ის არის.


ეს იყო მხოლოდ თვალით კონტაქტი, რომელმაც ძალიან დიდი ადრენალინის მოზღვავება გამოიწვია ჩემში, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია გინდოდეს ეს…
- მილანში რატომ ხარ ასე ხშირად?
- შეკვეთებზე ვმუშაობ. გარდა ამისა, მსხვილ ბრენდებთან კონტრაქტი მაქვს დადებული, რომლის გასაჯაროების უფლება, სამწუხაროდ, არ მაქვს.
03/23/2026