Logo

სპორტი

"ხელს რომ ვკიდებ, ძვლები გატეხილი მაქვს" - რას ამბობს ოპერაციის გაკეთებაზე მერაბ დვალიშვილი

"ხელს რომ ვკიდებ, ძვლები გატეხილი მაქვს" - რას ამბობს ოპერაციის გაკეთებაზე მერაბ დვალიშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშის დროს ცხვირი გაიტეხა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ერთი ნესტოთი ვერ სუნთქავს და ოპერაცია სჭირდება, მის გაკეთებას არ აპირებს, რადგან რეაბილიტაციას ერთი წელი დასჭირდება.

მერაბი ამბობს, რომ ახლა მისი ცხვირი ვიზუალურად უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე იყო, თუმცა ამას შეეგუება.

"სულელური ინციდენტი მოხდა. 12 წლის შემდეგ, ჩემი ცხვირი ისევ ამ მდგომარეობაშია. ისევ იგივე მიმართულებით. ხელს რომ ვკიდებ, ძვლები გატეხილი მაქვს შიგნით" - კლინიკისკენ მიმავალმა, ფეისბუქზე, ვიდეო გააზიარა.

შემდეგ, მან უკვე, ექიმთან კონსულტაციის პასუხი გვამცნო.

მერაბ დვალიშვილი: ცხვირი ორ ადგილას მაქვს გატეხილი. ექიმმა მითხრა, რომ თუ ოპერაციას გავიკეთებ, ერთი წელი დამჭირდება რეაბილიტაციისთვის, რაც არ მსურს. შევეგუები ჩემს კიდევ უფრო გატეხილ ცხვირს. RAF-ზე ჰენრი სეჰუდოს წინააღმდეგ გამოსვლას მაინც ვაპირებ!

სახალისო კომენტარები:

"Მემარცხენე არ ურტყამს არავინ?"

"ეს ვერ სუნთქავს და რა კარდიო აქ, რო ისუნთქოს რას იზამს."

"ორი ნესტო ჭირდება პიოტრის ცემას, ერთი არაა საკმარისი..."

ავტორი: ზმნა

04/03/2026