Logo

"ხელს უწყობს წონის კლებას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას" - ჯადოსნური სასმელი არუნ ხათრისაგან

"ხელს უწყობს წონის კლებას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას" - ჯადოსნური სასმელი არუნ ხათრისაგან

03/13/2026

ტექსტის ზომა

"ბუნების მწვანე სისხლი" - ასე ახასიათებს ჯეჯილს ინდოელი მკურნალი არუნ ხათრი.
არუნ ხათრი გამომწერებს ჯეჯილის წვენის მიღებას ორგანიზმის დეტოქსისთვის ურჩევს.

"ჯეჯილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი დეტოქს მცენარეა. ის მდიდარია ქლოროფილით, ფერმენტებით, ვიტამინებით A, C, E, K და B ჯგუფით, რკინით, მაგნიუმით და ამინომჟავებით.

ჯეჯილი

ჯეჯილი ეხმარება ღვიძლისა და სისხლის გაწმენდას, აუმჯობესებს მონელებას და ნაწლავების ჯანმრთელობას, ხელს უწყობს წონის კლებას, ეხმარება სისხლში შაქრის ბალანსს, აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ენერგიას ბუნებრივად, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, შეიძლება დაეხმაროს ქოლესტერინის შემცირებას...

ჯეჯილი მოქმედებს ფესვიდან – ის კვებავს თქვენს უჯრედებს.

როგორ მოვამზადოთ ჯეჯილის წვენი

1. მოაჭერით ბალახი, როცა მისი სიმაღლე 6–7 ინჩია

2. კარგად გარეცხეთ

3. ერთი მუჭა დააბლენდერეთ 50–60 მლ წყალთან ერთად

4. გაწურეთ და დალიეთ დაუყოვნებლივ არ შეინახოთ დიდხანს.

დალიეთ ყოველთვის ახალი, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.

ჯეჯილი

როდის დავლიოთ?

საუკეთესო დროა დილით, ცარიელ კუჭზე. ჭამამდე მოიცადეთ მინიმუმ 30 წუთი.

რამდენი დავლიოთ?

დაიწყეთ 20–30 მლ დღეში.

ნელ-ნელა გაზარდეთ 50–60 მლ-მდე, თუ თქვენი ორგანიზმი კარგად იღებს.

მეტი არ ნიშნავს უკეთესს. მნიშვნელოვანია რეგულარობა.

რამდენ ხანს დავლიოთ?

მინიმუმ 30 დღე შედეგის სანახავად.

ღრმა გაწმენდისთვის 2–3 თვე რეგულარულად.

შემდგომ შეგიძლიათ კვირაში 3–4-ჯერ პროფილაქტიკისთვის.

ბუნება გვაძლევს ძლიერ სამკურნალო ძალას უბრალო მცენარეებში. დალიეთ მწვანე, გაასუფთავეთ ორგანიზმი. იყავით ჯანმრთელები," - წერს ინდოელი მკურნალი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

არუნ ხათრიდეტოქსისასარგებლოჯეჯილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026