კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გიორგი გიგაშვილის ევროპული ტურნე გრძელდება და ის საოცარ ფაზაში გადადის. პიანისტი და მუსიკოსი ქართულ მუსიკას მიქსავს კლასიკასთან და ამას, კონსერვანტი გერმანელი მაყურებელი, აღფთოვანებაში მოჰყავს.
ქართველი პიანისტით მოხიბლულ ევროპულ მაყურებელზე - ნიკოლოზ რაჭველი და თეონა ჯორბენაძე პოსტს წერენ.
"ვერც კი წარმოვიდგენ, რა დაემართებოდა “ქეთო და კოტეს” შემქმნელ ვიქტორ დოლიძეს, უსაყვარლესს, უკარგესს და უნიჭიერესს, რომ წარმოედგინა, 126 წლის შემდეგ ბერლინში, ჰამბურგში და კიდევ ბევრ მეგაპოლისში ქართველი პიანისტი მის მელოდიას დამიქსავდა ბახის თემასთან, ამას გააორკესტრებდა ასევე მისი თანამემამულე კოლეგა (აქ მოკრძალებით ჩემ თავს ვგულისხმობ), ეს ყველაფერი შესრულდებოდა წამყვანი გერმანული ორკესტრების მიერ და ევროპული პუბლიკა ამ ყველაფერს ასე გამოეხმაურებოდა…
ხოდა, სასწაულების ვისაც არ გჯერათ, ეს არის სასწაული!..
მერე რა, რომ ამაში ცოტა იუმორია, ცოტა ერთგვარი გროტესკიც, მაგრამ არის ხარისხი, დიდი ნიჭი და სიყვარული! ეს კომბინაცია კი დედამიწაზე ყველაფერს წონის!!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქზე.

თეონა ჯორბენაძე: ვუსმენდი გიორგის ევროპული ტურის კონცერტს არაჩვეულებრივი მუსიკოსისა და პიროვნების, ფრანსუა ლელუს დირიჟორობით და ვფიქრობდი, როგორ გაუმართლა ჩვენს ქვეყანას რომ ახალი თაობის ამ რანგის არტისტი ჰყავს. გამოდის სცენაზე და პირველივე ნოტით აჯადოვებს მაყურებელს, ფინალისკენ კი კარგად ნაცნობი კლასიკა ისე გადაჰყავს კარგად ნაცნობ ჯაზში და მერე ამ ძალიან საინტერესო მუსიკალურ ფაქტურაში უცებ ისე შემოჰყავს ქართული ციტატები, იმდენად ორგანულად, რომ საკმაოდ კონსერვატორ გერმანელ მსმენელს ბოლოს ოვაცია და შეძახილები აღარ ჰყოფნის და ფეხების ბრახუნით გამოხატავს ემოციას. ასე მაშინ ხდება, როცა სათქმელი გაქვს, როცა რაღაც მნიშვნელოვანს უზიარებ შენს მსმენელს.
დიდი მადლობა ვუთხრა ამ საღამოსთვის და უდიდესი ქართული საქმისთვის ლიზა ბათიაშვილს და მაესტრო ნიკოლოზს, რომელმაც ბათქაშებიან და ცოტა საშიშ "მოჭერილ" ხედვებს გაუძლო და თავისუფლების გზა გაკვალა მუსიკაში.
02/21/2026