Logo

ჯანმრთელობა

თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ხორცზე უარს ტყუილად ამბობთ

თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ხორცზე უარს ტყუილად ამბობთ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სასარგებლოა თუ არა ჯანმრთელობისთვის კვების რაციონიდან ხორცისა და ხორცის პროდუქტების სრულად ამოღება?

ეს ის თემაა, რომლის შესახებაც იმდენივე მოსაზრება არსებობს, რამდენიც ადამიანი.

განსხვავებულად ფიქრობენ ნუტრიციოლოგები, ენდოკრინოლოგები, კვების ინსტრუქტორები, ვეგანები და ვეგეტარიანელები...

საკუთარ მოსაზრებას თითოეული მათგანი შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლებითა და სამედიცინო კვლევებით ამყარებს და მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.

ვიტამინი B12

და მაინც, არსებობს თუ არა პროდუქტები, რომლებსაც ორგანიზმისათვის ხორცის მთლიანად ჩანაცვლება შეუძლიათ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, თუ ის ხორცის მიღებაზე უარის თქმას გადაწყვეტს?

ამჯერად zmna.ge ენდოკრინოლოგი ნათია ლომიძის პოზიციას გაგაცნობთ

ნათია ლომიძე:

"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეფიციტი, რომელიც ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს შეიძლება აწუხებდეთ - ეს B 12 ვიტამინის დეფიციტია.

ვიტამინი B12

ეს ვიტამინი ექსკლუზიურად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში გვხვდება. B 12-ის ნახევარდაშლის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მისი მარაგი ორგანიზმში დაახლოებით 1 წლის განმავლობაში არსებობს. მარაგის განლევის შემდეგ კი ის სიმპტომები, რომლებიც B 12 ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს, თვალსაჩინო ხდება.

ეს სიმპტომებია: საერთო სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუს ხვევა… ვინაიდან B12 მონაწილეობას ნერვული იმპულსების გატარებაში, მისი დეფიციტს შესაძლოა ახლდეს პარესთეზიები, კიდურებში ცოცვის შეგრძნება და ასე შემდეგ.

გარდა ამისა ხორცის პროდუქტებზე უარის თქმით, შესაძლოა განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია, რასაც ახლავს სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, სიფერმკრთალე.

ვიტამინი B12

ასევე ყურადსაღებია ის მაკრო და მიკრო ნუტრიენტები, რომელთა დეფიციტიც შესაძლოა ვეგანობამ ან ვეგეტარიანელობამ გამოიწვიოს. ეს ელემენტებია - თუთია, იოდი, კალციუმი, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები და რაც მთავარია ცილა.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ის დადებითი მხარეებიც, რაც
ხორცზე უარის თქმას ახლავს.
არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ვეგანებსა და ვეგეტარიანელებში მკვეთრად არის შემცირებული ისეთი დაავადებების რისკი, როგორიც არის წამყვანი "მკვლელი" დაავადებები - ათეროსკლეროზული კარდიო-ვასკულარული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სიმსუქნე, დისლიპიდემია, ბევრი ტიპის სიმსივნე, ალცჰაიმერი და ასე შემდეგ.
ასევე ვეგეტარიანელებში 30 %-ით არის შემცირებულია საერთო ქოლესტერინის დონე.

ვიტამინი B12


მაგრამ ეს სტატისტიკა არ ითარგმნება ასე, რომ ესე იგი ხორც აჩენს ამ ყველაფერს, ეს რა თქმა უნდა არასწორია.
დღევანდელ სამყაროში პრობლემა არის არა ხორცის მიღება, არამედ ხორცის მიღების გზა.“


ავტორი: ზმნა

11/03/2025

დეფიციტივიტამინი B12რჩევებიხორცი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024