Logo

ხრიკები კარტოფილის საუკეთესოდ შესაწვავად

ხრიკები კარტოფილის საუკეთესოდ შესაწვავად

05/01/2026

ტექსტის ზომა

შემწვარი კარტოფილი სასარგებლო კერძი არ არის, თუმცა ის ყველას უყვარს. ამიტომ მის სწორად მოსამზადებლად პატარ-პატარა ხრიკების ცოდნა, არავის აწყენს.

  1. კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად. თხლად დაჭრილი კარტოფილი უფრო ხრაშუნა გამოვა.
  2. ჩააწყვეთ ცივ წყალში და გაჩერეთ 30 წუთით, შემდეგ გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე. უმჯობესია, ის საწურზე მოათავსოთ, შემდეგ კი სამზარეულოს ხელსახოცით შეაშროთ. კარტოფილი მშრალი უნდა იყოს, რადგან წყალი ხელს უშლის კანის დაბრაწვას.
  3. ხახვი წვრილად დაჭერით.
  4. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კარაქი. დაამატეთ კარტოფილი ერთ ან მაქსიმუმ ორ ფენად, შეწვით 5-7 წუთი მორევის გარეშე.
  5. შემდეგ ფრთხილად აურიეთ, დაამატეთ ხახვი და გააგრძელეთ შეწვა 15-20 წუთი.
  6. მარილი დაამატეთ ბოლოში. არ არის რეკომენდებული კერძში მარილის დამატება თავიდანვე. ფაქტია, რომ მარილის გავლენით კარტოფილი რბილდება.
  7. მოაშორეთ ცეცხლს, დატოვეთ ტაფაზე 15 წუთით, რომ საბოლოოდ „დაამთავროს“ შეწვა.
  8. თუ გსურთ, გამოგივიდეთ ხრაშუნა კარტოფილი, ის თავახდილ ტაფაში უნდა შეწვათ.
  9. თუკი ადუღებულ ზეთში როზმარინის ტოტს ჩააგდებთ და რამდენიმე წუთში ამოიღებთ, კარტოფილს საოცარ არომატსა და გემოს შესძენთ.

კარტოფილი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026