Logo

ჯანმრთელობა

ხსნის თუ არა „ოზემპიკი“ დეპრესიასა და შფოთვით აშლილობას? - უახლესი კვლევა

ხსნის თუ არა „ოზემპიკი“ დეპრესიასა და შფოთვით აშლილობას? - უახლესი კვლევა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბოლო წლებში დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატი „ოზემპიკი“ (სემაგლუტიდი) საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტად იქცა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ეფექტი მხოლოდ წონის კლებითა და გლუკოზის კონტროლით არ შემოიფარგლება.

სამედიცინო ჟურნალ The Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ GLP-1 ჯგუფის პრეპარატები, მათ შორის „ოზემპიკი“, შესაძლოა, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებდეს.

ოზემპიკი

კვლევაში, რომელიც შვედეთის ეროვნული რეესტრების მონაცემებს ეყრდნობა, დაახლოებით 100,000 პაციენტი მონაწილეობდა, რომელთაგან 20,000-ზე მეტს სწორედ GLP-1 პრეპარატები ჰქონდა გამოყენებული. დაკვირვების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივად, 2009-დან 2022 წლამდე გაგრძელდა და ცხადყო, რომ სემაგლუტიდის (ოზემპიკის აქტიური ნივთიერების) გამოყენება ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების უფრო დაბალ რისკთან ასოცირდება.

კვლევის დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ GLP-1 პრეპარატების გამოყენებისას

  • დეპრესიის განვითარების ან გამწვავების რისკი 44%-ით მცირდება
  • შფოთვითი აშლილობების შემთხვევაში შემცირება 38%-ს აღწევს
  • ნივთიერებებზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი დაახლოებით 47%-ით დაბალია

კვლევაში ასევე დაფიქსირდა სუიციდურ ქცევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების ტენდენცია, თუმცა ავტორები განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს, რომ ამ მიმართულებით დამატებითი კვლევებია საჭირო და შედეგების ინტერპრეტაცია სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ოზემპიკი

მეცნიერები ამბობენ, რომ „ოზემპიკის“ გამოყენება, ფსიქიკური მდგომარეობის უკეთეს მაჩვენებლებთან არის დაკავშირებული, თუმცა რატომ ხდება ეს, ჯერ-ჯერობით საბოლოოდ დამტკიცებული არ არის.

GLP-1 პრეპარატების მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის სავარაუდო მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება: წონის კლება, სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაცია, ალკოჰოლის მოხმარების შემცირება და შესაძლოა, ტვინის იმ მექანიზმებზე ზემოქმედება, რომლებიც განწყობასა და მოტივაციაზეა პასუხისმგებელი.

„ლანცეტის“ ახალი კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიმართულებით, თუმცა მეცნიერები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ეს კვლევების ერთი ეტაპია და საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად უფრო მეტი მტკიცებულებაა საჭირო.

ავტორი: ზმნა

03/24/2026

დიაბეტიკვლევამენტალურიოზემპიკი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024