საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"შენს პირად ცხოვრებაზე უამრავი ჭორი დადიოდა" - ეუბნება ანნა გრიგოლიშვილი მასთან, პოდკასტში, სტუმრად მისულ თეა დარჩიას. ეს მხოლოდ ანონსია. სრული ეპიზოდი ჯერ არ გასულა, სადაც მოცეკვავე ხმაურიან თემებზე საუბრობს.
თეა დარჩია: ხალხს სალაპარაკოდ ბევრი მიზეზი მივეცი. ჩემი შვილებისთვის მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო.

- გუჯასთან მიმართებაში ნანობ რამეს?
- გუჯას სათანადოდ ვერ ვაფასებდი და ვერ ვაფასებ. ახლიდან რომ ვიწყებდე, ისევ მას ავირჩევდი ქმრად, სხვა შემთხვევაში, მე ოჯახი არ მექნებოდა.

კაზინოში ხუთი წელი ვთამაშობდი. ხუთი წელი - დღე და ღამე.
- ბევრი წაგიგია?
- იქ რომ ხარ, უკვე წაგებული ხარ. წაგებული გაქვს დრო, ნერვები, პირადი ცხოვრება... ძალიან რთულია ამ დაავადებიდან გამოსვლა. ურთულესია. რწმენის ძალით მე ეს სენი დავძლიე.
07/22/2026