Logo

"ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე დაიტირა უწმინდესი" - ქეთი დოლიძე

"ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე დაიტირა უწმინდესი" - ქეთი დოლიძე

03/19/2026

ტექსტის ზომა

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას, კინო რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ხვიჩა კვარაცხელიას ცრემლები გაიხსენა და თქვა, რომ პატრიარქის სწავლება თაობებმა არ უნდა დაივიწყონ.

"ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, მიუძღვნა ეს გოლი პატრიარქს და მერე ატირდა... ამის დანახვა ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. ხვიჩა ატირდა... მოედანზე დაიტირა უწმინდესი...
ეს ხვიჩას გამორჩეული ბუნების ბრალია, ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა... საერთოდ, ჩვენი ვალდებულება და მისია არის, რომ გავა დრო და არ დავივიწყოთ უწმინდესი. მისი სწავლება, მისი დარიგება... ხშირად უნდა ვისაუბროთ მასზე," - თქვა რეჟისორმა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

პატრიარქიქეთი დოლიძეხვიჩა კვარაცხელია
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026