სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მიღებული ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია ორი კვირა დაისვენებს. ინფორმაციას ფეისბუქგვერდი - "Geoteam"-ი ავრცელებს. შეგახსენებთ, ორი დღის წინ პსჟ-სა და ნიუკასლს შორის, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურის მატჩის 22-ე წუთზე, კვარაცხელიამ მეტოქე ფეხბურთელის - ანტონი ელენგას უხეშობის შედეგად, ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

"მრტ-ს პასუხმა ხვიჩას უთხრა, რომ 2 კვირით დაისვენებს... ამ ყველაფრის უკან კი დგას უზარმაზარი შრომა, რომელსაც კვარა ყოველდღიურად გადის...
ტრავმა ვიზუალურადაც მძიმე სანახავი იყო.
ხვიჩას წლებია პირადი ფიზიოთერაპევტი ჰყავს, რომელთან ერთადაც საოცარ სამუშაოს ასრულებს. ფეხბურთელი დღის განმავლობაში საკმაოდ დიდ დროს უთმობს მყესების, იოგებისა თუ კუნთების გამაგრებას, მოქნილობის გაძლიერებას, რაც კვარასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელს დაზიანებებისგან იცავს.

კვარას საოცარი საფეხბურთო ნიჭის გარდა, ღმერთმა შრომისმოყვარეობაც აჩუქა, რომელსაც შესანიშნავად იყენებს. ეს პოსტი კი მინდა 0.0001%-ით მაინც მისწვდეს იმ დამწყებ ფეხბურთელებს, რომლებსაც ჰგონიათ, ნიჭი მათ ყველა საფეხბურთო ოცნებას აუსრულებს.
ღმერთი ყველა ოცნებას უსრულებს მათ, ვინც საყვარელ საქმეს გულის 100%-ს მისცემს და საქართველოში ამის ნათელი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ბოლო წლებია ზედმიყოლებით ისრულებს საფეხბურთო ოცნებებს, რომელზეც ბავშვობაში ძილის წინ თუ იფიქრებდა.
და ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება" - წერია Geoteam-ის გვერდზე.
ამ ინფორმაციის ქვეშ კომენტარებში ვკითხულობთ:
* აუ როგორი კარგია ეს ინფორმაცია. მეგონა, რომ სულ მცირე 1 - 2 თვე დაისვენებდა. 2 კვირა ისედაც კი ჭირდებოდა, ფიზიკურად რომ დაესვენა... აშკარად ბოლოს გადაღლა დაეტყო...
2 კვირაში 1 თვეში ისევ ის სასწაული კვარა დაბრუნდება, რომელმაც შარშან პსჟ-ს ლიგა მოაგებინა...
* კვარას არ აფასებენ სათანადოდ. ეს ჰენრიკეც კარგი მაიმუნია. ეხლა ხომ დაინახა ყველამ კვარას შემდეგ როგორ დაიბნა მთელი გუნდი. ორკესტრი ვერ უკრავს თუ არ ყავს დირიჟორი. დირიჟორი არ უკრავს მავრამ სხვებს აკვრევინებს. ასევეა ყველგნ. შეიძლება გოლები არ გაქონდეს ყველა თამაშზე, მაგრამ იყო გუნდის სულის ჩამდგმელი და სხვას გაატანინო გოლები.
ასეთია ჩვენი კვარა. ის გუნდის დირიჟორია. ამ ბოლო თამაშიც გამოჩნდა.
01/30/2026