ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
წინა სტატიაში ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველასათვის უცნობ და უცნაურ გატაცებებზე ვისაუბრეთ. დღეს სტატიის გაგრძელებას შემოგთავაზებთ და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავის უცნაურ ჰობის გაგაცნობთ.
კერამიკა და სკულპტურა

ბრედ პიტი ეკრანზე ხშირად აგრესიულ და ენერგიულ პერსონაჟებს განასახიერებს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მისთვის სიმშვიდის წყარო თიხასთან მუშაობაა. მსახიობი სერიოზულადაა გატაცებული კერამიკით. მისი სკულპტურები რამდენჯერმე სერიოზულ გამოფენებზეც იყო წარმოდგენილი.
საბეჭდი მანქანების კოლექციონერი

ტომ ჰენქსისკოლექციაში 120-მდე ძველი საბეჭდი მანქანაა. სიყვარული საბეჭდი მანქანებისადმი მხოლოდ კოლექციონერობით არ შემოიფარგლება. მსახიობმა სპეციალური აპლიკაციაც შექმნა, რომელიც საბეჭდი მანქანის ხმას გამოსცემს. ამ თემაზეა აგებული ტომ ჰენქსისმოთხრობების კრებულიც.
მოდელური რკინიგზის მშენებელი

როკ-ლეგენდამ როდ სტიუარტმა საკუთარ სახლში 1940-იანი წლების ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს დეტალური მინიატიურული ქალაქი შექმნა.
მუსიკოსი ამბობს, რომ პროექტი თითქმის მთლიანად თავად ააწყო და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს ბავშვურ გატაცებად ეჩვენება, მისთვის ეს სერიოზული შემოქმედებითი პროცესი იყო.
პარაშუტით ხტომა

ნიკოლ კიდმანი ადრენალინის მოყვარული მსახიობების რიცხვს მიეკუთვნება. ის ლიცენზირებული პარაშუტისტია და პარაშუტით ხტომა მისი უდიდესი სიამოვნების წყაროა.
ნიკოლ კიდმანი ამბობს, რომ ციდან ხტომა ფრენის შეგრძნებას ჰგავს და ეს ჰობი მის პიროვნებაში არსებულ კონტრასტებს კარგად ასახავს.
სათვალეების კოლექცია

ლეგენდარული მომღერალი ელტონ ჯონი შესაშური გარდერობით გამოირჩევა, რომელიც მაქსიმალისტური ნივთებითა და დიზაინერული კოსტიუმებით არის სავსე.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მომღერლის სათვალეების კოლექცია. ელტონ ჯონისთვის სათვალე უბრალოდ აქსესუარი არ არის. ეს მისი იდენტობის ნაწილია. მომღერლის კოლექციაში სათვალის რამდენიმე ათასი წყვილია, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების უნიკალური მოდელები.
ქსოვა

ჯულია რობერტსმა ქსოვას გადასაღებ მოედანზე ისწავლა და ეს გატაცება დღემდე შემორჩა. მსახიობი ამბობს, რომ ქსოვა მას სიმშვიდეს აძლევს და გადაღებების დატვირთული რეჟიმისგან დასვენებაში ეხმარება.
01/18/2026