
10/14/2026
ჯერ კიდევ თებერვალში ბრიტანულმა ტაბლოიდმა „სანმა“ გამოიკვლია, რომ მიხაელ შუმახერთან ერთად მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი პილოტი ლუის ჰემილტონი და კიმ კარდაშიანი მოფარებულ ადგილებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად წყვილი არც აფიშირებდა ურთიერთობას, მაგრამ რაკი მედიამ მიაგნო, დამალვამაც აზრი დაკარგა. ასე გადაიქცა კარდაშიანი „ფერარის“ საჯინობოს ხშირ სტუმრად.
მედიური ეფექტი ამბავს რომ მყისიერი ჰქონდა, მტკიცება არც სჭირდება, მაგრამ როგორია ამ კავშირის წმინდა სპორტული ეფექტი? მოდი შევამოწმოთ, რომელ რბოლებს დაესწრო კარდაშიანი და რა შედეგები აჩვენა ჰემილტონმა იმ რბოლებზე. ერთხელად გავიმეოროთ, რომ საქმე მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონთან გვაქვს.

ურთიერთობების ოფიციალურად გასაჯაროების შემდეგ კიმი მხოლოდ ორ ეტაპს დაესწრო - მონაკოსა და სინგაპურში. ისე, რა უცნაურია: კიმი ჰემილტონს იაპონიაშიც ჩაჰყვა იქაურ გრან პრიზე, ამხელა გზა გაიარა და... სუზუკას ტრასამდე ვერ მიაღწია. როგორც ჩანს, თავისთვის უფრო საინტერესო საქმეებით დაკავდა. და სანამ კიმი ტრასის შორიახლოს ტრიალებდა, ჰემილტონი გამარჯვებულს მთელი 25 წამით ჩამორჩა და ფინიშთან მერვე მივიდა.
აი, მონაკოში კი კიმი ადგილზე იყო და მაქსიმალურად ამხნევებდა შეყვარებულს, რა დროსაც ფორმულას მთავარი ტელეკომენტატორის, მარტინ ბრანდლის გადამტერებაც მოასწრო, როდესაც უკმეხად შეაქცია ზურგი და კითხვები უპასუხოდ დაუტოვა.
ამ დროს კი ჰემილტონი მონაკოს ქუჩებში დაჰქროდა. თავიდან გაუმართლა, რაკი მთავარ კონკურენტ მაქს ფერსტაფენს ბოლიდი ეგრევე ჩაუქრა და ბრძოლას გამოეთიშა, თუმვა მონაკოს ვიწრო ქუჩებში გადასწრება ურთულესი რამაა და მეორე კონკურენ კიმი ანტონელის ლუისმა ვერაფერი მოუხერხა. სტატისტიკოსებმა მაშინვე შენიშნეს, რომ მონაკოში აღებული მეორე ადგილი ჰემილტონის მიმდინარე სეზონში ნაჩვენები საუკეთესო შედეგი იყო და თავად პილოტის ოსტატობის გარდა, ეს ამბავი კიმის კარგ ფეხსაც მიაწერეს. კიმი კი დაჯილდოებისას ცოტა არ იყოს, უცნაურად მოიქცა: პოდიუმზე მოზეიმე ანტონელის სახელობითი პირსახოცი იღლიაში ამოიდო და წაიღო. მეორედ კიმი „ფერარის“ ბოქსში სინგაპურში გამოჩნდა. პრესასთანაც ხაზგასმიღთ ყურადღებიანი იყო და ნაჩხუბარ ტელეკომენტატორსაც შეურიგდა: - მგონი რაღაც წესები დავარღვიე, არა? ურთიერთობა მარცხენა ფეხით დავიწყეთ. ამაზე ორივეს გაეცინა. ჰემილტონს კი შესანიშნავად ჩატარებული კვალიფიკაციის შემდეგ სინგაპურის გრან პრის მოგემას უქადდნენ. მით უმეტეს., რომ ბრიტანელს სინგაპურის გრან პრი კარიერაში იქამდე ოთხჯერ ჰქონდა მოგებული.

თავიდან მართლაც ყველაფერი კარგად დაიწო, მაგრამ მერე ყველაფერი აირია. ინჟინრებმა ჰემოლტონს შეატყობინეს, რომ მისი რბილი საბურავები მხოლოდ ერთ პიტ-სტოპს ვერ გაუძლებდა და ფინიშამდე 6 წლით ადრე უვარგისი გახდებოდა. ლუისს ძვირფასი წამების დაკარგვა არ სურდა და ინჟინრებს არ დაუჯერა. არადა, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც საჯინიბოდან შეატყობინეს. გაცვეთილი საბურავების გამო ჰემილტონს ერთბაშად რამდენიმე პილოტმა გადაუსწრო და ისიც ფინიშთან მხოლოდ მეექვსე მივიდა 53-წამიანი ჩამორჩენით.
და კიმის როლი?
ლუის ჰემილტონი ღიად აცხადებს, რომ კარდაშიანის ბოქსში ყოფნა მისთვის მნიშვნელოვანი ფსოქოლოგიური ფაქტორია და რომ სეზონის განმავლობაში უსასტიკესი პრესინგის პირობებში ძვირფასი ადამიანების ზრუნვა მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
კარდაშიანს „ფერარის“ წითელ ბოქსში უკვე უწოდებენ გრანდიოზულ მარკეტინგულ წარმატებას. მოგწონთ კიმი თუ არა, მისი კოლოსალური გავლენის უარყოფა სისულელეა - განმარტავენ სპეციალისტები - მისი ფოტოები მყისიერად ვრცელდება მსოფლიო მედიაში და თუ ეს ფოტოები ტრასაზე ან ბოქსებშია გადაღებული, ამით იმხელა რეკლამას უკეთებს ფორმულა ერთს, რისი ყიდვაც არანაირი ფულით არ შეიძლება.
თავად კიმს ყველაფერი წვრილმან დეტალებში აქვს გათვლილი. თუნდაც ის, რომ ფოტოგრაფებმა სახის დონეზე გადაუღონ და ქვევიდან ზევით რაკურსებს მოერიდონ. ამის მერე ის თავად არჩევს მედიაში გასავრცელებელ კადრებს.
და როგორც ჩანს, ყველა სავსებით კმაყოფილია.
გააზიარე სტატია