ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, რომელმაც ქიმიოთერაპიის კურსი ახლახან დაასრულა, ორგანიზმის აღდგენის პროცესშია და საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას სოციალური ქსელი ტიკ-ტოკის საშუალებით უზიარებს.
„ქიმიოთერაპიის დროს 1 თვეში 12 კგ მოვიმატე.
აქედან 4 თუ 5 კგ ორგანიზმში შეკავებული წყალია სტეროიდების გამო.
2-3 კგ სტეროიდული ცხიმია რომელსაც ორგანიზმი ინახავს სტრესის გამო და მხოლოდ 2-3 კგ შეიძლება იყოს რეალურად ცხიმის მატება.
სტეროიდების მოხსნიდან 7-10 დღეში წყალი იწყებს გამოსვლას ორგანიზმიდან. დღეში 5000- 7 000 ნაბიჯი ორგანიზმიდან წყლის გამოდევნაში დაგეხმარება.
ამასთანავე ყოველდღიურად 2 ლიტრი წყალი და ცილოვანი კვება პატარა ულუფებით ხშირ-ხშირად," - მიმართა ჟურნალისტმა გამომწერებს.
11/26/2025