Logo

სასარგებლო რჩევები

კინო-თერაპია - 7 ფილმი, რომელთა ნახვასაც დიეტოლოგი გვირჩევს

კინო-თერაპია - 7 ფილმი, რომელთა ნახვასაც დიეტოლოგი გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფილმი, რომელსაც ვუყურებთ, ხშირად ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ჩვენს ცნობიერებაზე. ფილმის გმირების საქციელი, მათი შინაგანი სამყარო ხშირად ხდება ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი, ცნობიერების მაკორექტირებელი და უბრალოდ, ცხოვრების მაგალითი.
ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა იმ რამდენიმე ფილმს ასახელებს, რომლებსაც აქვთ უნარი, ადამიანის კვებითი თერაპიის ნაწილად იქცნენ.

„რატომ არ მუშაობს დიეტა, როცა ადამიანი ყველაფერს „სწორად“ აკეთებს?

რატომ მატულობს ან იკლებს წონა მაშინ, როცა თეფშზე თითქოს არაფერი შეცვლილა?

როგორც ექიმი, ამას ყოველდღე ვხედავ პრაქტიკაში:

ჩვენი კვების რაციონი და კვებითი ქცევა ხშირად არის ენა, რომლითაც ქვეცნობიერი გვესაუბრება.

ჭარბი წონა, უკიდურესი სიგამხდრე, კვებითი აშლილობა ან პერფექციონიზმი - ეს ყველაფერი ხშირად აისბერგის მხოლოდ წვერია. ამის მიღმა კი იმალება ტრავმა, შფოთვა, დანაშაულის გრძნობა, მიუღებლობა და მარტოობა.

სწორედ ამიტომ, ფილმი შეიძლება გახდეს თერაპიის ნაწილი. არა გასართობად, არამედ - გასაგებად.

ეს 7 ფილმი განსაკუთრებით ზუსტად აჩვენებს, რა დგას „თითოეული ლუკმის“ უკან:

  1. The Whale / ვეშაპი (2022)

ვეშაპი

2. To the Bone / ძვლამდე (2017)

ძვლამედე

3. Spencer / სპენსერი (2021)

სპენსრი

4. Requiem for a Dream / ოცნების რეკვიემი (2000)

ოცნების რექვიემი

5. Precious / პრეშასი (2009)

პრეშასი

6. My Skinny Sister / ჩემი გამხდარი და (2015)

ჩემი გამხდარი და

7. Black Swan / შავი გედი (2010)

შავი გედი

ამ ფილმების ყურებისას გთხოვთ, არ შეაფასოთ პერსონაჟების სხეულები.

დააკვირდით მათ შიშებს, სიჩუმეს, კონტროლის მცდელობებს.

ჯანსაღი ცხოვრება იწყება არა თეფშზე, არამედ თავში.

და ხშირად გულში,“ - წერს ექიმი.

ავტორი: ზმნა

01/08/2026

7 ფილმიდიეტოლოგირჩევებიფილმები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024