სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კინოა უძველესი კულტურაა, რომელიც წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდანაა. ინკების ცივილიზაციის დროს, მას „მარცვლეულის დედას“უწოდებდნენ, თუმცა სინამდვილეში კინოა მარცვლეული კი არა, თესლია.
კვებითი ღირებულებისა და მრავალმხრივი სარგებლობის გამო, კინოას პოპულარობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა.
კინოა შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც გლუტენის აუტანლობა აქვთ, ასევე ვეგეტარიანელებისთვის, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.

კინოას შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები და ფიტონუტრიენტები, რომლებიც აბრკოლებენ კიბოს უჯრედების ზრდას.
წითელი კინოას მთავარი ანტიოქსიდანტია ფლავონოიდი კვერციტინი, რომელიც რეგულარული გამოყენების დროს კინოას სასარგებლო მოქმედებას აძლიერებს. ის ასევე სასარგებლოა, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება.
კინოაში შემავალი ამინომჟავების შემადგენლობა, ხორბლისა და ბრინჯისგან განსხვავებით, სრულია. გარდა ამისა, ის დაბალკალორიული პროდუქტია ზომიერი გლიკემიური ინდექსით, შეიცავს ბევრ ცილას, უჯრედისსა და რიგ მიკრომინერალებს, ნატურალურ ანტიოქსიდანტებს.
კინოა კარგ განწყობაზეც ზრუნავს. ის მდიდარია ტრიპტოფანით – ამინმჟავათი, რომელიც ტვინში ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის წარმოქმნაში მონაწილეობს. სეროტონინის სიმცირე კი, როგორც იცით, დეპრესიას, მელანქოლიას, პესიმიზმს, განწყობის დაქვეითებას იწვევს.

კინოას მომზადება ძალზე მარტივია. 1 ჭიქა პროდუქტის მოსამზადებლად აადუღეთ 2 ჭიქა წყალი, დაამატეთ ცოტა მარილი, შემდეგ ჩაყარეთ მასში გარეცხილი კინოა. რომ წამოდუღდება, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ კიდევ 3–5 წუთი.
ამგვარად დამზადებული კინოა შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ფაფა, ან გამოიყენოთ სალათებში და გარნირად.
11/17/2025