Logo

საზოგადოება

"კირიე ელეისონ" - პატრიარქის შესრულებული მისივე საგალობელი

"კირიე ელეისონ" - პატრიარქის შესრულებული მისივე საგალობელი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც საქართველოში, ამ დღეებში, ყველაზე ბევრჯერ მოუსმინეს, პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობელი - "კირიე ელეისონ" იყო.
მსმენელთა გულებს კიდევ ერთხელ შეეხო მარიამ როინიშვილის მიერ სატელევიზიო სტუდიაში შესრულებული "კირიე ელეისონი", რომელიც მომღერალმა პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა.

ყველას ახსოვს, რომ მარიამი ტრადიციულაფდ სამებაში ასრულებდა ამ საგალობელს. ჟურნალისტი თამარ გოგელიძე ფეისბუქზე იხსენებს.

"იყო დრო, როცა ყოველ კვირას და სადღესასწაულო წირვებზე, ასე ათი საათისკენ გაიღებოდა კარი და შემოფარფატდებოდა მარიამი. ხან თამრიკოსთან ერთად, ხან მარტო. ვიმუსაიფებდით ცოტა ხანს და მერე, თითქოს სამსახური ეწყებოდა, დაიხევდა უკან იქვე მდგარ მიკროფონთან და ანგელოზის ხმით ააწკრიალებდა ამ საგალობელს. რამდენი ადამიანის ცრემლიც მის შესრულებას მოყოლია, იმდენი სიხარული ყველა ამის წამკითხველს ახლა.

დაამთავრებდა თუ არა "ანგელოზობას", ოდნავ პაუზის შემდეგ, თავჩაღუნული ისევ უბრუნდებოდა ადამიანურ ყოფას და ვაგრძელებდით სხვადასხვა ამბებზე საუბარს.

პატარა ლაზარეს ხმისთვის საგანგებოდ დაწერილი ეს საგალობელი, რომ არა მისი მუტაციის პერიოდი და მარიამის კანდიდატურის შეთავაზება, კაცმა არ იცის ამ საგალობელის "ბავშვობა" როგორი იქნებოდა, მაგრამ კათალიკოსის გემოვნების და ესთეტიკის დამსახურებით, "კირიე ელეისონ" მარიამის ხელში "გაიზარდა", სამკაულად იქცა და ასე ავგაროზივით ატარეს ერთმანეთი.

ვინ აღარ "იმღერა" ეს საგალობელი, ქალმა, კაცმა, დიდმა, პატარამ, რამდენიმემ კარგადაც, მაგრამ მარიამივით არასდროს... სისხლი და ხორცივით არიან ერთმანეთისთვის და ასე მგონია, ძეფირელს რომ მოესმინა, როგორც ოლივია ჰასი დარჩა ღვთისმშობლის სახებად კინემატოგრაფიაში, ასე ხატად აქცევდა მარიამის სახეს უფლის სადიდებლად."

მარიამ როინიშვილი


ახლახან ბლოგერმა ნინა მამუჩაშვილმა სოციალურ ქსელში თვითონ პატრიარქის მიერ შესრულებული "კირიე ელეისონი" გამოაქვეყნა და დაწერა - "ბევრჯერ მოვუსმინე, მაგრამ უცრემლოდ, ვერც ერთხელ."

Your browser does not support the video tag.

ავტორი: ზმნა

03/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024