Logo

სასარგებლო რჩევები

კითხვები, რომლებიც მეუღლეს ან პარტნიორს არ უნდა დაუსვა - ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი

კითხვები, რომლებიც მეუღლეს ან პარტნიორს არ უნდა დაუსვა - ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი იმ რამდენიმე შეკითხვას ასახელებს, რომელთა დასმასაც მეუღლის ან პარტნიორისათვის, ფსიქოლოგები დაუშვებლად მიიჩნევენ.

ნინო კანდელაკი

„არის კითხვები, რომლებიც არასოდეს არ უნდა დაუსვათ მეუღლეს, პარტნიორს, იმიტომ, რომ ეს კითხვები არის ურთიერთობის დამაზიანებელი.

პირველი – „შენ მე გიყვარვარ?“

ეს არის ძალადობრივი შეკითხვა. ამ დროს ადამიანს აყენებ კედელთან და ის არის ვალდებული, რომ გითხრას „კი“. იმიტომ, რომ თუ გეტყვის „არას“, იქ დამთავრდება ყველაფერი.

შენ თუ ვერ გრძნობ, რომ მას უყვარხარ, კითხვით ამას ვერ გაიგებ. კითხვაზე პასუხი იქნება სოციალურად სასურველი პასუხი: „კი, მიყვარხარ, აბა რა!“ – ეს არაფერს არ ნიშნავს.

სიყვარული

მეორე – „შენ მე არასოდეს არ მიღალატებ?“

ეს საერთოდ... აი, რა პასუხს ელოდები? „კი, დაგიპირებ და გეტყვი“? ანუ, ესეც არის სრულიად აბსურდული შეკითხვა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ტყუილამდე. შენ აიძულებ მას, რომ მოგატყუოს.

მესამე – „ვინ უფრო მეტად გიყვარს – მე თუ დედაშენი?“ ან „მე თუ შენი შვილები?“

ეს კითხვა არის დანაშაული! ეს არის ადამიანის სულის დანაწევრება. არ შეიძლება სიყვარულების შედარება. სიყვარული არ არის ერთი დოზა, რომელიც ყველაზე უნდა განაწილდეს. დედა სხვა სიყვარულია, შვილი – სხვა, მეუღლე – სხვა. მათი შედარება და იერარქიაში ჩასმა არის დამღუპველი ურთიერთობისთვის.

სიყვარული

ამიტომ, ნუ დასვამთ ისეთ კითხვებს, რომელზეც პასუხი წინასწარ იცით, რომ იქნება ტყუილი, ან რომელიც ადამიანს აიძულებს თავი დაიცვას თქვენგან,“ - გვირჩევს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

05/14/2026

კითხვებიპარტნიორებიურთიერთობაფსიქოტერაპევტი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024