Logo

"კონვერტში ზუსტად ის თანხა იდო, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე" - საოცარი ისტორია თემურ უგულავაზე

"კონვერტში ზუსტად  ის თანხა იდო, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა  ვიყიდე" - საოცარი ისტორია თემურ უგულავაზე

06/22/2026

ტექსტის ზომა

56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, ბიზნესმენი უცხოეთში გადიოდა მკურნალობას. დღეს კი, მისმა გარემოცვამ, ეს სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

ქვეყნისთვის უამრავი სასარგებლო საქმეების გარდა, ადამიანები, სოციალურ ქსელში, კონკრეტულ ისტორიებს იხსენებენ, თუ რა დახმარება გაუწიათ თემურმა.

მამუკა ღლონტი: "ამტანს" რომ ვიწყებდით, მოვუყევი თუ არა იდეა, 1 წამი არ უფიქრია; იმ წუთში დაასპონსორა. ეს მხოლოდ ერთი პატარა წამია მისი დადებითი ცხოვრებიდან, ნოვატორი და ნიჭიერი კაცი დაგვაკლდა.

თემურ უგულავა

ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამგვარ ისტორიას იხსენებს.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: ამ ისტორიას პირველად არ ვდებ.
ამიტომ მის გარდაცვალებას არ უკავშირდება.

გაეროს ნაყიდი ბიზნეს კლასის ბილეთით ვიფრინე.
თბილისი-სტამბული-რომი-პალერმო და უკან.
უკან გზაზე მარტო ვსხედვართ ორნი - მე და უცნობი კაცი.
ცოტა ხანში მკითხა: ქართველი ხარო? ვერ ვიტან ფრენას და მელაპარაკე, რაო.

ანა  მიქაძე-ჩიკვაიძე

დამშვიდობებისას სავიზიტო ბარათი დამიდო. ოფისში მაგიდაზე დამრჩა და მეგობარმა შეიცხადა - იცნობო?

მოკლედ, დავაკავშირე.
ეგ პროექტი თუ გამომივიდა: ერთი პატარა მანქანა ჩემზე იყოსო.

პროექტი გამოვიდა. იმან, მეგობარმა, ტრადიციულად გადამაგდო.

მირეკავს უგულავა და მეკითხება: დავეხმარე და შენ თუ ხარ ამ პროექტში ჩართულიო? ძალიან ტაქტიანად მკითხა..

მოვაღე ტირილი და ჩავუშვი ის ჩემი "მეგობარი."

ერთ საათში მოდის მანქანა, უგულავამ გამომიშვაო.

კონვერტში ზუსტად ის თანხა იდო, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე.
თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე..

მადლობაც ვერ ვუთხარი წესიერად.

უფალს ებარებოდეს შენი სული...

თემურ უგულავა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026