Logo

ჯანმრთელობა

კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების უმრავლესობა, ახლაც ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის - რას ამბობს ახალი კვლევა

კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების უმრავლესობა, ახლაც ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის - რას ამბობს ახალი კვლევა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კორონავირუსის პირველადი შტამით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკების უმრავლესობა, ოთხი წლის შემდეგაც ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს უჩივის.

მონაცემები, რომელსაც ჟურნალი Infection აქვეყნებს, შვეიცარიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

 კვლევის მიხედვით, ე.წ. „ხანგრძლივი კოვიდი“ ქრონიკულ მდგომარეობაში გადადის, რაც სისტემურ მხარდაჭერას საჭიროებს.

ექიმი

კვლევამ, რომელიც 2022-დან 2024 წლამდე მიმდინარეობდა აჩვენა, რომ ინფიცირებიდან საშუალოდ 4 წლის შემდეგაც კი, გამოკითხულთა 60% კვლავ უჩივის მინიმუმ ერთ სიმპტომს.

 ყველაზე გავრცელებულ ჩივილებს შორის დასახელდა:

  • ქრონიკული დაღლილობა (22.8%);
  • ყნოსვისა და გემოს დაკარგვა (11.4%);
  • გონების დაბინდვა (8.3%).

აღსანიშნავია, რომ თუ სხვა სიმპტომების ინტენსივობა დროთა განმავლობაში იკლებდა, გონების დაბინდვა, ე.წ „გონებრივი ნისლი“ და კოგნიტური გაუარესება თითქმის უცვლელი დარჩა.

კვლევა

კვლევის ავტორები მოუწოდებენ ჯანდაცვის სისტემებს, „ხანგრძლივი კოვიდი“ აღიარონ ქრონიკულ დაავადებად, რომელიც მუდმივ კლინიკურ და სოციალურ მხარდაჭერას მოითხოვს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ კატეგორიის მედპერსონალის დასახმარებლად,  სპეციალური სტრატეგიების შემუშავებაა აუცილებელი.

ავტორი: ზმნა

03/27/2026