სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ისინი შაბატს, 8 აგვისტოს, ფუნშალის ტაძარში დაიწერენ ჯვარს, შემდეგ კი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გააგრძელებენ წვეულებს. თუმცა ყველაფერი თანმიმდევრობით...
პორტუგალიის ნაკრების და საუდური „ალ ნასრის“ თავდამსხმელი და უბრალოდ ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 8 აგვისტოს დაქორწინდებიან. ცერემონია 41 წლის ფეხბურთელის სამშობლოში, კუნძულ მადეირაზე გაიმართება.
ადგილობრივი წყაროები გვამცნობენ, რომ ფუნშალის ტაძარი მასშტაბური ცერემონიისთვის მზად არის. ასევე დაჯავშნილია 2 სართული სასტუმრო „სავოიში“, სტუმრები კი უკვე გააფრთხლეს, რომ სასტუმროს რამდენიმე სარესტორნე სივრცე 7 და 8 აგვისტოს სპეციალური სტუმრებისთვის იქნება დაკეტილი.
ქორწილის ადგილი სიმბოლურად შეირჩა. სწორედ ქალაქ ფუნშალის საავადმყოფოში მოევლინა ქვეყანას კრიშტიანუ. სიმბოლურია ისიც, რომ საავადმყოფო უკვე ხსენებული ტაძრის და ასევე ადგილობრივი საფეხბურთი კლუბის ბაზის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც აიდგა ფეხი მომავალმა სუპერვარსკვლავმა.
პრინიპში, ამ ქალაქში ყველაფერი ერთმანეთის სიახლოვესაა.
სასიყვარულო ისტორია კი 2016 წელს დაიწყო, მადრიდში „გუჩის“ ბუტიკში, სადაც ჯორჯინა კონსულტანტად მუშაობდა. ახლა წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ. გოგონები, ალანა მარტინა და ბელა ესმერალდა. კიდევ სამი შვილი - კრიშტიანუ ჯუნიორი, და ტყუპები, მატეო და ევა, უფრო ადრე, სუროგაციის გზით არიან დაბადებულები.
ჯორჯინამ შარშან აგვისტოში გამოაცხადა ნიშნობის თაობაზე, კრიშტიანუმ კი თქვა, რომ ქორწილს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაიხდიდა.
„ჯორჯინა მთელი ჩენი ცხოვრების ქალია, ამიტომ ბუნებრივია მისთვის ხელის თხოვნა - ამბობს კრიშტიანუ - ის განსაკუთრებულია. ქალი, რომელსაც ჩემი ესმის. ის ზუსტად ის არის, ვისაც ვეძებდი.“
არადა, მთელი ცხოვრების ქალის ძიებაში კრიშტიანუს არა ერთმა რომანმა მიიქცია საზოგადოების ყურადღება. პირველი რომანი, რომელიც საჯარო ინეტერესის საგნად იქცა, ბრაზილიელი ფეხბურთელის, მარიო ჟარდელის უმცროს დასთან, ჟორდანასთან ურთიერთობა გახდა. შემდეგ კრიშტიანუ მსახიობ ჯემა ატკინსონს ხვდებოდა. ამბობნ, რომ წყვილი ხშირად ჩხუბობდა და რიგდებოდა.
ამის მერე კრიშტიანუს რჩეული ნერეიდა გალიარდი იყო. გოგონა სამოდელო ბიზნესზე ოცნებობდა და წვეულებებზე ხშირად დაიარებოდა. ნერეიდა მის უელსმა, ლეტიცია ფილიპიმ ჩაანაცვლა. შემდეგ იყო რომანი უკრაინელ მოდელ იარა ჰმიდანთან, მსახიობ სორაია ჩავესთან, მირელა გრისალესთან და მომღერალ ლუჩანა აბრეუსთან. ერთი ხანი, კრიშტიანუს პერის ჰილტონთანაც აკავშირებდნენ. წყვილი დიდ დროს ატარებდა ერთად კლუბებში, თუმცა მათმა კავშირმა დიდ ხანს არ გასტანა.
ყველაზე ხანგრძლივი და გახმაურებული ურთიერთობა კი რონალდუს ირინა შეიკთან ჰქონდა. ხალხი მათ ქორწილსაც ელოდა, თუმცა 5 წლის თავზე მათ ურთიერთობა გაწყვიტეს. ბოროტი ენები ამბობენ, ამაში განსაკუთრებული წვლილი კრიშტიანუს დედამ, ქალბატონმა მარია დოლორეს ავეირუმ შეიტანაო.
კრიშტიანუს გაცნობამდე ჯორჯინას თავგადასავლები გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება. ის ესპანელ მსახიობ მიგელ სილვესტრეს ხვდებოდა, რომელიც მადრიდის ერთ კლუბში გაიცნო.
08/03/2026