Logo

საზოგადოება

"ქრისტეს ვნებანი" - ფილმთან დაკავშირებული სასწაულები

"ქრისტეს ვნებანი" - ფილმთან დაკავშირებული სასწაულები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ქრისტეს ვნებანი" 2004 წლის ამერიკული ეპიკური დრამატული ფილმია, რომლის რეჟისორიც მელ გიბსონია, იესო ქრისტეს როლს კი ჯეიმზ კევიზელი განასახიერებს.
ფილმი ქრისტეს ცხოვრების ბოლო, მოკლე პერიოდს აღწერს, რომელიც ცნობილია ქრისტეს ვნებანის სახელით.

ქრისტეს ვნებანი


სიუჟეტი უმეტესწილად ახალი აღთქმის, კერძოდ კი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების მიხედვით ვითარდება. ფილმში ასევე გამოყენებულია სხვა რელიგიური ნაშრომები და ჩანაწერები, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე გერმანელი კათოლიკე ღვთისმეტყველის, ნეტარი ანა კატერინა ემერიკის ხილვები.

ქრისტეს ვნებანი

ფილმში პერსონაჟების სალაპარაკო ენა ძირითადად არის ლათინური და რეკონსტრუირებული არამეული, რამდენიმე სცენაში კი გამოყენებულია ებრაული ენა. ამ ფილმის გახმოვანება აკრძალულია მსოფლიო მასშტაბით, თუმცა იგი წარმოდგენილია ქართული, ინგლისური, რუსული და სხვა ენების სუბტიტრებით.

მელ გიბსონის ამ ნამუშევარმა ძალიან დიდი კამათი და კრიტიკა გამოიწვია, გაკეთდა უამრავი არაერთგვაროვანი განხილვა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ფილმი იყო მთავარი კომერციული ჰიტი, რომლის შემოსავალმა, ჯერ კიდევ კინოთეატრებში ჩვენების დროს, მიაღწია 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტს. ამიტომ ის გახდა ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე R-რეიტინგი ფილმი აშშ-ში და ყველა დროის ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე არაინგლისურენოვანი კინემატოგრაფიული ნამუშევარი.

ქრისტეს ვნებანი


ფილმზე მუშაობის პროცესი რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იყო. ხალხში ვრცელდება უამრავი უცნაური ამბავი, რომლებიც "ქრისტეს ვნებანის" სასწაულების სახელითაა ცნობილი.

„ქრისტეს ვნებანის“ გადაღების დროს მომხდარი სასწაულები:

  • ჰოლივუდის არცერთ სტუდიას არ სურდა „ქრისტეს ვნებანის“ გადაღება, ამიტომ მელ გიბსონმა გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია და მთლიანად თავად დაეფინანსებინა პროექტი.

იესოს როლისთვის ქასთინგის შერჩევისას მელ გიბსონმა ჯიმ კევიზელი გააფრთხილა:

„ქრისტეს თამაში წარმოუდგენლად რთული იქნება. თუ დათანხმდებით, ჰოლივუდი, ალბათ, უარყოფთ“.

ჯიმმა ერთი დღე ლოცვას დაუთმო. შემდეგ მელს დაურეკა და უთხრა:

„ეს ფილმი უნდა გადავიღოთ, თუნდაც რთული იყოს. ჩემი ინიციალებია J.С. და 33 წლის ვარ. ქრისტეს ასაკის. ახლა ვხვდები ამას“.

მელმა პაუზა გააკეთა და თქვა: „იცი, მაშინებ?“ და ტელეფონი გათიშა.

ამას მოჰყვა ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული როლი:

  • კევიზელმა 22 კილოგრამი დაიკლო
  • მას ორჯერ ელვამ დაარტყა
  • შემთხვევით სცემეს, რის შედეგადაც 4.5 სანტიმეტრის სიგრძის ნაწიბური დარჩა
  • მხარი ამოუვარდა
  • ჯვარზე მხოლოდ წელზე შემოხვეული ეკიდა და პნევმონია და ჰიპოთერმია განუვითარდა
  • ჯვარცმის სცენების გადაღებას ხუთი კვირა დასჭირდა
  • როლის სტრესის გამო მოგვიანებით მას ორი ღია გულის ოპერაცია მოუწია

მიუხედავად ამისა, მისი მიზანი ნათელი იყო:

„არ მინდა, რომ ხალხმა დამინახოს. მინდა, რომ მათ იესო დაინახონ. ამით ადამიანები გადარჩებიან“.

და ზუსტად ეს მოხდა:

  • პედრო სარუბიმ (ბარაბას როლის შემსრულებელი) კევიზელზე თქვა:

„მის თვალებში სიძულვილი არ იყო... მხოლოდ წყალობა და სიყვარული“. მოგვიანებით ის ქრისტიანი გახდა.

  • ლუკა ლიონელო (იუდა): ყოფილი ათეისტი, ფილმის შემდეგ ქრისტიანობა მიიღო და შვილები მონათლა.
  • გადასაღებ მოედანზე მომუშავე ერთ-ერთი მუსლიმი ტექნიკოსიც ქრისტიანობაზე მოექცა.

ამ ფილმის წყალობით მთელ მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა მიიღო ქრიატიანობა.

ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 611 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან R რეიტინგის მქონე ფილმად იქცა.

მაგრამ რაც მთავარია, მან ადამიანების გულები შეცვალა ქრისტეს ნამდვილი ტანჯვის ასახვით.

დღეს ჯიმ კევიზელი ღიად ქადაგებს ქრისტეს სახარებას:

როლი, რომელმაც თითქმის გაანადგურა იგი, გახდა ის, რამაც სხვები გადაარჩინა!

ავტორი: ზმნა

01/25/2026

გადაღებამელ გიბსონისასწაულებიფილმიქრისტეს ვნებანი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024