Logo

ტაბლოიდი

ქრისტინე იმედაძე გათხოვა

ქრისტინე იმედაძე გათხოვა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქრისტინე იმედაძისკენ სიახლეა. "ზმნის" ინფორმაციით, 42 წლის მომღერალი ცოლად გაჰყვა ნიკუშა დავითაიას. ნიკუშა ჟურნალისტ ნინო თოლორდავას გერია. ნიკუშას მამა, გიორგი დავითაია ხის სახლების მშენებელი კომპანია - "რესე დეველოპმენტის" დამფუძნებელია.

რაც შეეხება სიახლეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქრისტინეს და ნიკუშას ურთიერთობა დიდ დროს არ ითვლის. წყვილმა ერთმანეთი ოჯახურ გარემოში გაიცნო.

ქრისტინე იმედაძექრისტინე იმედაძე

ქრისტინეს დეიდა, ფუფა გოგლიძე ნინო თოლორდავას მეგობარია. შესაბამისად, მომღერალი და ნიკუშა, ოჯახურ შეკრებებსა და წვეულებებზე, არაერთხელ გადაკვეთილან.

ამჟამად ახლადდაქორწინებული ქრისტინე და ნიკუშა, თავიანთ ოჯახებთან ერთად, საფრანგეთში, სენ-ტროპეში იმყოფებიან. მომღერალი დასვენების ამსახველ ფოტოკადრებს გამომწერებს ინსტაგრამით უზიარებს.

ქრისტინე იმედაძექრისტინე იმედაძე

ქრისტინე წელიწადნახევრის მანძილზე ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. წყვილს ქალიშვილი, 18 წლის ტაისია ჰყავს.

სენ-ტროპეში ვაჟთან (ლევან საყვარელიძე) და რძალთან (ფუფა გოგლიძე) ერთად იმყოფება ეკა მამალაძეც.

ეკა მამალაძე

გიორგი დავითაიამ და ნინო თოლორდავამ 2018 წელს იქორწინეს. ეს წყვილისთვის მეორე ქორწინება იყო. ნინოს პირველი ქორწინებიდან 26 წლის ვაჟი (ამიკო ხაჟალია) ჰყავს, გიორგის კი ორი შვილი - ნიკუშა და ელენე. ჟურნალისტის და ბიზნესმენის წყვილს საერთო ვაჟიც ჰყავს, თადა ერეკლე დავითაია, რომელიც 2024 წელს დაიბადა.

ქრისტინე იმედაძენინო თოლორდავა

ავტორი: ზმნა

07/30/2026