Logo

კრისტოფერ უოკენი 83 წლის ხდება - ვისთან ერთად აპირებს ვარსკვლავი დაბადების დღის აღნიშვნას

კრისტოფერ უოკენი  83 წლის ხდება - ვისთან ერთად აპირებს ვარსკვლავი დაბადების დღის აღნიშვნას

03/27/2026

ტექსტის ზომა

კრისტოფერ უოკენი 83 წლის ხდება. მსახიობი, რომლის ეკრანული მანერა, ხმის ტემბრი და უცნაური პერსონაჟები ჰოლივუდში უკვე ცალკე ხელწერად იქცა, 31 მარტს იუბილარია.
დიდი ხანია, უოკენი მაყურებლისთვის, მხოლოდ მსახიობი აღარ არის. ის კინოში ერთგვარ ფენომენად იქცა, ადამიანად, რომლის გამოჩენაც ეკრანზე თითქმის ყოველთვის განსაკუთრებულ მოლოდინს ქმნის.

კრისტოფერ უოკენი


კრისტოფერ ოუკენი, 1943 წლის 31 მარტს, ნიუ-იორკის ქუინზში დაიბადა და დაბადებისას რონალდ უოკენი ერქვა. მისი ვარსკვლავური გზა საკმაოდ ადრე დაიწყო. კრისტოფერ უოკენი ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოჩნდა ჯერ კინოს ეკრანზე, მოგვიანებით კი თეატრში. ახალგაზრდობის წლებს უკავშირდება ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დეტალი მის ბიოგრაფიაში - ახალგაზრდა მსახიობი ცირკში ლომების მომთვინიერებლად მუშაობდა.
ჰოლივუდის პირველი რიგის მსახიობებს შორის კრისტოფერ უოკენი ფილმი "ირმების მონადირეს" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა. ამავე ფილმმა მოუტანა მას ოსკარი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის.

კრისტოფერ უოკენი

83 წლის მსახიობი იუბილეს მეუღლესთან, ჯორჯიან უოკენთან ერთად ხვდება, რომელზეც 1969 წლიდანაა დაქორწინებული. კრისტოფერ და ჯორჯიან უოკენების წყვილი დღემდე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად მიიჩნევა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026