Logo

"ქრონიკული უძილობა ან არეული ძილი, პირდაპირ კავშირშია შფოთვასთან" - ამერიკაში მოღვაწე ფსიქოლოგი, მინდია გაბიჩვაძე გვირჩევს

"ქრონიკული უძილობა ან არეული ძილი, პირდაპირ კავშირშია შფოთვასთან" - ამერიკაში მოღვაწე ფსიქოლოგი, მინდია გაბიჩვაძე გვირჩევს

05/18/2026

ტექსტის ზომა

კლინიკური ფისქოლოგი მინდია გაბიჩვაძე თავის პოდკასტში MindSet ძილის თემაზე საუბრობს. ექიმი მიიჩნევს, რომ ქრონიკული უძილობა პირდაპირ კავშირში შფოთვასთან.

"ძილი არის ბიოლოგიური რესტავრაცია. ძილის პერიოდში ტვინში ირთვება ეგრედ წოდებული გლიმფური სისტემა, რომელიც ფაქტობრივად რეცხავს ტოქსინებს და ამუშავებს ემოციურ ნარჩენებს.

ქრონიკული უძილობა ან არეული ძილი, პირდაპირ კავშირშია შფოთვასთან და მუდმივ გაღიზიანებასთან. ძილის სიყვარული ან შენი თავისთვის უფლების მიცემა, რომ დაიძინო, ეს არ არის სიზარმაცე. ეს არის, ფაქტობრივად, შენი ტვინის რემონტის გაკეთება. ყველა ძილის საათი ორ საათ ენერგიას გვაძლევს. იმიტომ არის ნათქვამი, რომ ექვსიდან რვა საათამდე უნდა გვეძინოს, ჩვენ 12-16 საათამდე ენერგიის საშუალება გვაქვს, რომ მთელი დღე, დღის განმავლობაში ფუნქციონირება შეგვეძლოს."

***

მინდია გაბიჩვაძე

მინდია არის კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი (ხარისხი მინიჭებული აქვს American School of Professional Psychology-ის მიერ). 35 წელია, ცხოვრობს და მუშაობს ამერიკაში. არის დამფუძნებელი კლინიკა Medens Health-ის, რომელიც აშშ-ის რამდენიმე შტატში ფუნქციონირებს

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026