Logo

საზოგადოება

"კუბლაშვილი ამბობს, რომ ნატა ვიბლიანის მხრიდან მის მიმართ არაერთი, ცილისწამება გაჟღერდა" - ლაშა ჯანიბეგაშვილი

"კუბლაშვილი ამბობს, რომ ნატა ვიბლიანის მხრიდან მის მიმართ არაერთი, ცილისწამება გაჟღერდა" - ლაშა ჯანიბეგაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი, ემიგრანტ ქალზე, ნატა ვიბლიანზე ძალადობაში ბრალდებული ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატთან, მარიამ კუბლაშვილთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს.
ჯანიბეგაშვილი ამბობს, რომ მარიამ კუბლაშვილთან საუბარი საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა და მას რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა.
კითხვებს შორის ერთ-ერთი, ნატა ვიბლიანის საქმის მიმართ მისი დამოკიდებულება იყო.

"მას ავუხსენი, რომ ნატა ვიბლიანის საქმე და მისი ტკივილი მთელი ქვეყნის ტკივილი და მოუშუშებელი ჭრილობაა. ასევე განვუმარტე, რომ სწორედ აქედან გამომდინარე გავაჟღერე როგორც ჩემი, ისე საზოგადოების ნაწილის კითხვები მის მიმართ. აღვნიშნე, რომ მნიშვნელობა არ ექნებოდა, კუბლაშვილის ადგილზე ზაზა ხატიაშვილი, დავით ასათიანი თუ სხვა პირი იქნებოდა, მსგავს ვითარებაში ანალოგიურად მოვიქცეოდი.

კუბლაშვილმა საუბრისას ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით შემდეგი განმარტებები გააკეთა:

კუბლაშვილის განცხადებით, იგი ნატა ვიბლიანს ცილს არ სწამებს. მისთვისაც შემზარავია ის გარემოებები, რომლებზეც ნატა ვიბლიანი საუბრობს. მისი თქმით, როგორც თავად, ისე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯიმშერ ვიბლიანი და მისი ოჯახი მიიჩნევენ, რომ დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ, დაისაჯონ და პასუხი აგონ კანონის სრული სიმკაცრით.

კუბლაშვილმა განმარტა: „მე მხოლოდ ერთ ადამიანს, ჯიმშერ ვიბლიანს ვიცავ, რომელიც ჩემი ახლობელია. სხვა პირების დაცვაზე უარი ვთქვი.

ამ დანაშაულის სისასტიკე უდიდესი ტრაგედიაა, თუმცა ასევე მძიმე უსამართლობა იქნება უდანაშაულო ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.“

მან გაიხსენა, რომ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებზეც საადვოკატო მომსახურებას ახორციელებდა, საზოგადოება თავდაპირველად ხშირად აგრესიულად იყო განწყობილი მის მიმართ, რადგან სავარაუდო დამნაშავეს იცავდა. თუმცა, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მართლდებოდა, იგივე ადამიანები გამარჯვებას ულოცავდნენ.

მისივე თქმით: „ადვოკატის პროფესიაში ორივე მხარე კმაყოფილი ვერ დარჩება. სამწუხაროდ, ერთი მხარე ყოველთვის უკმაყოფილოა და ეს შენც კარგად იცი.“

კუბლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნატა ვიბლიანის მხრიდან მის მიმართ არაერთი, მისი შეფასებით, დაუმსახურებელი ბრალდება და ცილისწამება გაჟღერდა. თუმცა, რადგან ადვოკატია და პროფესიული ეთიკის კოდექსი თმენის ვალდებულებას აკისრებს, ნატა ვიბლიანს პატივს სცემს და მის განცხადებებს არ პასუხობს," - წერს ლაშა ჯანიბეგაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ზმნა

08/05/2026

ვიბლიანის საქმელაშა ჯანიბეგაშვილიმარიამ კუბლაშვილინატა ვიბლიანი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024