Logo

საზოგადოება

"ქუჩაში ანფეტამინისგან ფსიქიკურად შეშლილი ხალხი დადის" - ნატალია ქუთათელაძე ვერაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება

"ქუჩაში ანფეტამინისგან ფსიქიკურად შეშლილი ხალხი დადის" - ნატალია ქუთათელაძე ვერაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნატალია ქუთათელაძე წუხელ ღამით მომხდარ საშინელ ფაქტს ეხმიანება და წერს, რომ ამ ფონზე, ბებიის საიუბილეო კონცერტიდან, ფეისბუქზე ვიდეოფრაგმენტები რომ ხვდება, ერიდება.

ნატალია ქუთათელაძე: ნანის 90 წლის იუბელესთან დაკავშირებით, იმხელა ყურადღება, სითბო და სიყვარული მივიღეთ ჩვენმა ოჯახმა, რომ თავს ვალდებულად ვთვლი საჯარო მადლობა გადაგიხადოთ პირადად ნანის სახელით. ყველაზე დიდი მიღწევაა ცხოვრებაში, დაიმსახურო ამდენი ადამიანის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა.

უზარმაზარი მადლობა ასევე იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდით იყვნენ სცენაზე თუ სცენის მიღმა, ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთეს და დამერწმუნეთ, ნანის ცხოვრება კიდევ უფრო გახანგრძლივდა ასეთი დადებითი ემოიციების მიღების შემდეგ და ეს,თქვენი ყველასი დამსახურებაა.

თუმცა მიუხედავად იმ უსაზღვრო სიხარულის, მხიარულების და ბედნიერების რაც წინა დღეებში სუფევდა, დღეს მერიდება კიდეც სადმე ჩვენი ვიდეოები თუ მხვდება, იმდენად დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს.

ვუსამძიმრებ საკუთარ თავებს, რომ ცენზურის ეპოქაში გავიღვიძეთ, სადაც ფბ სტატუსებისთვის სცალიათ და დრო იხარჯება იმაში, რომ არკვიონ, ვინ უფრო ქოცია და ვინ - ნაკლებად. იმის მაგივრად, სრულიად კოშმარულ ნარკოპოლიტიკაზე იფიქრონ. სისტემა მორღვეული და გაუკუღმართებულია.

ანფეტამინისგან ფსიქიკურად შეშლილი ხალხი დადის ქუჩაში. სარეაბილიტაციო ცენტრები არ იღებენ თუ სუფთები არ არიან, ფსიქიატრიული დაწესებულება ნარკოდამოკიდებულს არ იღებს, ხოლო ნარკოლოგიური კლინიკა ფსიქიატრიულ პაციენტს, ხოდა დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს...
ჯერ სად ვართ...

ავტორი: ზმნა

07/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024