Logo

კულტურა

"ქვები ადამიანებივით უნდა შეერთდნენ" - გაბრიაძის ჯადოსნური კოშკის ისტორია

"ქვები ადამიანებივით უნდა შეერთდნენ" - გაბრიაძის ჯადოსნური კოშკის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

15 წლის წინ, სწორედ ნოემბრის თვეში, ჩვენი თეატრის გვერდით ამოიზარდა და თბილისის სიმბოლოდ იქცა ეს ჯადოსნური კოშკი, რომლის იდეა და შესრულება რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის" - წერია გაბრიაძის თეატრის ფეისბუქ გვერდზე.

გაბრიაძის თეატრის კოშკი

თავად ბატონი რეზო კოშკის მშენებლობის ერთ-ერთ ეპიზოდს ასე იხსენებდა:

„ჩემთვის ნათელი გახდა, რომ შუა საუკუნეების ყველა დიდი თუ პატარა შენობა ტექნიკური უნივერსიტეტი იყო.

შარტრის, მილანის, გელათისა თუ მიძინების ტაძრის მშენებ­ლობაზე უამრავი ადამიანი სწავლობდა წონის გადანაწი­ლებას, კირ-ხსნარის ქიმიას, მასალათაგამძლეობას - ტექნი­კოსები დამეხმარებიან ამ აზრის განვითარებაში.

ასე, ამ ტექნიკურ უნივერსი­ტეტში, გავიგე, რომ დიდი ქვე­ბით ჯერ რეპეტიცია უნდა გაი­არო.

როგორ? აი, ასე!

გაბრიაძის თეატრის კოშკი

სიჩქარე ამ საქმეში არ შეიძლება. ქვებს ჯერ ერთად აწყობენ, და­ახლოებით ოთხ კვადრატულ მეტრზე, კირის გარეშე, ამოწ­მებენ მათ თავსებადობას და მხოლოდ მერე, ბევრი სინჯის შემდეგ უბრუნებენ მათთვის განკუთვნილ ადგილს და აე­რთებენ კირით.

ორი წლის მანძილზე ვატოლებდით ერთ ქვას მეორეს, იმი­ტომ, რომ ეს თამაში მძიმე, მაგრამ ძალიან საინტერესო შრო­მაა.

ქვები ადამიანებივით უნდა შეერთდნენ - სიყვარულით, კონფლიქტით თუ ერთმანეთის მოფერებით.

P.S. კოშკის დამთავრების მეორე დღესვე, დილით, მივიღეთ ყველაზე დაუვიწყარი რეცენზია - პატარა პაკუსია ძაღლი მოვიდა, შეხედა ჩვენს კოშკს, არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ ზურგი მოიფხანა, აწია ფეხი და დაასველა ქვედა ქვა. ეტყობა წინა ცხოვრებაში ინჟინერი იყო. კოლეგამ დაგვტოვა.“

გაბრიაძის თეატრის კოშკი

ავტორი: ზმნა

11/11/2025